ევლახიშვილი ივანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ევლახიშვილი ივანე“ გადაიტანა გვერდზე „ივანე ევლახიშვილი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ივანე ევლახიშვილი“ გადაიტანა გვერდზე „ევლახიშვილი ივანე“ გად...)

22:30, 22 აგვისტო 2023-ის ვერსია

ივანე ევლახიშვილი – (1825-1888), ქართველი მწერალი და მთარგმნელი.

დაიბადა ქ. შემახაში, ბავშვობის წლები ბაქოში გაატარა. დაამთავრა თბილისის გიმნაზია და მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისსა და თელავში სცოდნია უცხო ენები და კარგი მუსიკალური განათლება მიუღია. ყოფილა მომღერალი და დეკლამატორი. ხშირად ასრულებდა ხალხურ სიმღერებს. ევლახიშვილის სალიტერატურო მოღვაწეობა მრაგალმხრივია. თარგმნიდა ვეფხისტყაოსანს რუსულ ენაზე („Кавказ“, 1846, №1523, 26, 27,29). მანვე თარგმნა ზღაპარი ქოროღლიზე „Сказка о Кер-Оглу“ („Кавказ“, 1846, № 39), დაწერა ქართულ ხალხურ მოტივებზე კომედია „Cвадьба“ (1852 წ.) მის კალამს ეკუთვნის წერილები: „Замечания по пути в Мингрелию“, („Кавказ“, 1847, №79, „Заметки о Тифлисе“), ЗКОИРГО, №1.

ი. ევლახიშვილი ერთ-ერთი პირველია რომელიც სპეციალურად ჩერდება ქართული ხალხური სიტყვიერების ნიმუმშებსა და მათ შემსრულებლებზე („О народных песнях и певцах в Грузии“, „Кавказ“, 1850, №64, 65).

მასვე ეკუთვნის 100 ქართლლი ანდაზის რუსული თარგმანი – «Грузинские пословицы и изречения» (ЗКОИРГО, кн. I,1852, стр. 260).

ე. არჯევანიძე



ლიტერატურა

  • მ. ჩიქოვანი, ქართ. ხალზ. სიტ. ისტო-ი:, 1956;
  • ე. არჯევანიძე, ანოტირებული ბიბლიოგრაფია გაზეთ „კავკაზში“ გამოქვეყნებული ქართული ხალხერი სიტყვიერების მასალისა, 1965.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები