გაუკი ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გაუკი ალექსანდრე“ გადაიტანა გვერდზე „ალექსანდრე გაუკი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ალექსანდრე გაუკი“ გადაიტანა გვერდზე „გაუკი ალექსანდრე“ გადამ...)

13:37, 19 მაისი 2017-ის ვერსია

ალექსანდრე გაუკი

გაუკი ალექსანდრე ვასილის ძე - (3. VIII. 1893, ოდესა, – 30. III. 1963, მოსკოვი), რუსი დირიჟორი და პედაგოგი, რსფსრ სახალხო არტისტი.

1917 დაამთავრა პეტროგრადის კონსერვატორია (ნ. ჩერეპნინის კლასი). სადირიჟორო მოღვაწეობა დაიწყო 1913-იდან. 1920-31 მუშაობდა ლენინგრადში ოპერისა და ბალეტის თეატრში. 1930-34 იყო ლენინგრადის ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი, 1936-41 საკავშირო რადიოს დიდი სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი, 1953-62 მისი მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, 1927-33 ლენინგრადის, 1939-63 მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგი (1948-იდან პროფესორი), 1941-43 იყო საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი და კონსერვატორიის პედაგოგი. თბილისში ჩატარებული აქვს მრავალი კონცერტი. გაუკის მოწაფეები იყვნენ: ა. მელიქ-ფაშაევი, ე. მიქელაძე, ე. მრავინსკი, ე. სვეტლანოვი, ვ. ფალიაშვილი, ჯ. გოკიელი.



წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები