ვენიავსკი ჰენრიკ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ვენიავსკი ჰენრიკ“ გადაიტანა გვერდზე „ჰენრიკ ვენიავსკი“) |
12:50, 19 მაისი 2017-ის ვერსია
ჰენრიკ ვენიავსკი - (პოლ. Henryk Wieniawski, 10. VII. 1835, ლიუბლინი, – 31. III. 1880, მოსკოვი), პოლონელი მევიოლინე და კომპოზიტორი.
დაამთავრა პარიზის კონსერვატორია ორივე სპეციალობით. 1848-იდან გასტროლებს მართავდა ევროპის ქვეყნებში, 1872-74 იყო აშშ-ში (ა. რუბინშტეინთან ერთად). 1860-72 პეტერბურგში სამეფო კარის სოლისტია. 1862-68 – პეტერბურგის, ხოლო 1875-77 ბრიუსელის კონსერვატორიის პროფესორი. ვენიავსკი რომანტიკული საშემსრულებლო ხელოვნების შესანიშნავი წარმომადგენელია. თავისი ნაწარმოებით მან გაამდიდრა სავიოლინო რეპერტუარი. მის მუსიკას პოლონური საშემსრულებლო სტილის ეროვნული თვისებები ახასიათებს. ვენიავსკის სახელს ატარებს საერთაშორისო მუსიკალური კონკურსები პოლონეთში.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")