ბელფეგორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ფოგორი“ გადაიტანა გვერდზე „ბელფეგორი“ გადამისამართებაზე)
(წყარო)
 
ხაზი 14: ხაზი 14:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
იოსებ ახალშენოვი, - ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი (რედაქტორი იოსებ ჯაჯანიძე).
+
[[ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი]]
  
  
 
[[კატეგორია:კერპები]]
 
[[კატეგორია:კერპები]]

მიმდინარე ცვლილება 11:15, 20 ივნისი 2023 მდგომარეობით

ბელფეგორი - იგივე ფოგორი, სახელი ერთ-ერთი წარმართული კერპისა, რომელიც ებრაულად განიმარტება, როგორც „უფალი გაშიშვლებული“. მნიშვნელობა ამ სიტყვისა აღებულია მოაბელების („მოაბ“) ბილწი და უსირცხვილო კერპისაგან (ოსია 9,10).

ებრაელი მოძღვარნი მოგვითხრობენ, რომ ამ კერპისადმი ლოცვის დროს მლოცველები სრულებით შიშვლდებოდნენ და გარყვნილებას ეცემოდნენ. გერმანე იერუსალიმელი ამბობს: „ვალაამ ურჩია ვალაკს ამ გზით გაერყვნა ებრაელები და შეეუღლებინა ისინი მოაბელების დედაკაცებთან“.

ფსალმუნში წერია: „შეიბილწეს იგინი ბელფეგორს“ - ე.ი. ისიძვეს მოაბელ დედაკაცებთან - „და ჭამეს ნაგები მკუდართაჲ“ - ანუ მიიღეს ნაზორევი (შესაწირი, წინა-დაგებული) უსულო კერპთა (რიცხვ. 25, 1-3).

ბილწი ფეგორის სჯულის საწინააღმდეგოდ, ძველი აღთქმის მოძღვრებმა დაადგინეს წესი, რომლის თანახმად ღვთისმსახურება უნდა ჩატარებულიყო შესამოსლით (გამოსლ. 28, 42-43).

ბელფეგორის სახედ მიჩნეულია ბერძნული კერპი პრიაპოსი, რომაულად მუტტინა. ბერძნულ-რომაული მითოლოგიის მიხედვით, პრიაპოსი იყო ძე დიონისისა და აფროდიტისა, ბარაქისა და ტკბილ განცდათა ღვთაება, ითვლებოდა მევენახეობის, მებაღეობის, მეთევზეობის მფარველად, ბაღების, ვენახების, მინდვრების, თხებისა და ცხვრების ფარათა მცველად. გამოისახებოდა გრძელ ტანსაცმელში გამოწყობილ სანდომიან-სახიან და წვერებიან ხნოვან მამაკაცად, რომელსაც ერთ ხელში ეჭირა საბაღო დანა, ხოლო მეორეში - კალათა ხილით. მისი რკინის კერპი ედგათ ტაძრებში, ხოლო ხის და ქვის კერპებს ჩვეულებრივ დგამდნენ ზვრებსა და ბაღებში, საფრთხობელის მაგივრად.


(და შეიბილწნეს იგინი ბელფეგორს და ჭამეს ნაგები მკუდართა. ფსალ.105, 28)


[რედაქტირება] წყარო

ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები