იაროო-კაბუკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''იაროო-კაბუკი''' – იაპონური კაბუკის თეატრი, რომლის [[დასი|დ...)
 

მიმდინარე ცვლილება 12:17, 6 ივნისი 2023 მდგომარეობით

იაროო-კაბუკი – იაპონური კაბუკის თეატრი, რომლის დასები მამაკაცი მსახიობებით იყო დაკომპლექტებული (1651 წლიდან). 1629 წელს მთავრობის დავალებით პოლიციამ ჯერ ქალთა დასები (ონნა კაბუკი), ხოლო 1651 წელს ჭაბუკების დასიც (ვაკაშუუ კაბუკი) აკრძალა. აქ გრძელთმიანი ჭაბუკები „მოშიშვლებულ შუბლიანმა“ მამაკაცებმა შეცვალეს. ასეთ ვარცხნილობას იაროო-ატამა უწოდეს, ხოლო ამ დასებს იაროო-კაბუკი, მოგვიანებით კი უბრალოდ კაბუკი.


[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები