ბენე კარმელო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: კარმელო ბენე '''კარმელო ბენე''' – (დაბ. 1937), იტ...) |
16:44, 19 მაისი 2023-ის ვერსია
კარმელო ბენე – (დაბ. 1937), იტალიელი მსახიობი, რეჟისორი, სცენოგრაფი და პუბლიცისტი. მიიღო რელიგიური განათლება. ახალგაზრდობიდანვე მონაწილეობდა სხვადასხვა თეატრალურ წარმოდგენებსა და ღონისძიებებში. 1959 წელს რომის თეატრში შედგა მისი როგორც რეჟისორის დებიუტი სპექტაკლით – კამიუს „კალიგულა“. 1960 წელს ბოლონიაში დამოუკიდებლად სპექტაკლი-კონცერტი – „მაიაკოვსკი“, რომელიც 1982 წლამდე წარმატებით იდგმებოდა სხვადასხვა თეატრებში. 1967-1973 წწ. მოღვაწეობს კინოში. 1967 წელს ითამაშა კრეონი პაზოლინის ფილმში „ოიდიპოს მეფე“. გადაიღო ფილმები – „დონ ჟუანი“ (1971), „სალომეა“ (1972), „ჰამლეტი“ (1973). დადგა ათეულობით სპექტაკლი კლასიკური დრამატურგიაზე დაყრდნობით. მისი შემოქმედება გამოირჩევა ექსპერიმენტული სულისკვეთებით.