ვეშაპელი გრიგოლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''გრიგოლ ვეშაპელი (ვეშაპიძე)''' '''გრიგოლ გ...)
 
(წყარო)
ხაზი 40: ხაზი 40:
 
[[საქართველოს ეროვნული არქივი]]
 
[[საქართველოს ეროვნული არქივი]]
  
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]] [[კატეგორია:ინტერპარტიული საბჭოს წევრები]][[კატეგორია:ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრები]] [[კატეგორია:ამიერკავკასიის სეიმის წევრები]]
+
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]]  
 
+
[[კატეგორია:ინტერპარტიული საბჭოს წევრები]]
[[კატეგორია:პერსონალიები]]
+
[[კატეგორია:ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრები]]  
 +
[[კატეგორია:ამიერკავკასიის სეიმის წევრები]]

11:52, 11 მაისი 2017-ის ვერსია

გრიგოლ ვეშაპელი (ვეშაპიძე)

გრიგოლ გიორგის ძე ვეშაპელი (ვეშაპიძე) – (დ. 1812, გლეხის შვილის ოჯახში. ლიტერატორი. რედაქტორი გაზეთ „კლდისა“.

თბილისის ადრესი – იზმაილოვის ქ. 27, № 3. ტელეფონი 10–25. სოფლის ადრესი – ს. საირხე (ზემო იმერეთი) საკუთარი მამული.

სარჩევი

პარტიული რწმენა

დამოუკიდებელი ნაციონალ-დემოკრატი (ფრაქციის თავმჯდომარე)

განათლება

პირველი სწავლა მიიღო მამისაგან; საშუალო სწავლა მიიღო ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, დაამთავრა იგი („ვერცხლის მედალი“) 1910 წელს. გიმნაზისტობის დროს დაიწყო თანამშრომლობა ქართულ და რუსულ პრესაში.

იმავე 1910 წელს დაენიშნა „კავკასიის ოლქის სახაზინო სტიპენდია“. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიულ ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. უნივერსიტეტში ყოფნის დროს თანამშრომლობდა როგორც თბილისის, ისე მოსკოვის პრესაში („Русскія Вђдомости,[...]). მუშაობდა და იყო გამგეობის წევრად ქართულ სტუდენტურ სათვისტომოში, აგრეთვე მოსკოვის ქართულ კოლონიის საკულტურო სამეცნიერო საზოგადოებაში.

უნივერსიტეტში ყოფნის დროს ერთი აკადემიური წლით გამორიცხული იყო ფაკულტეტიდან სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის.

ისტორიულ ფილოლოგიურ ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ 1916 წელს, შევიდა იურიდიულ ფაკულტეტზე, რომლის ლექციებს ისმენდა – ისტ. ფილოლ. ფაკულტეტზე ყოფნის დროსაც. 1916 წლიდან იღებდა უახლოეს მონაწილეობას გაზეთ „საქართველოში“.

1917 წელს, რევოლუციის დაწყების შემდეგ თავი გაანება იურიდიულ ფაკულტეტს და დაბრუნდა საქართველოში. 1917 წლის აპრილიდან ვიდრე 1918 წლამდის იყო გაზეთ „საქართველოს“ რედაქტორად და ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიის დამფუძნებელი კონფერენციის მიერ არჩეულ იყო პარტიის მთავარ კომიტეტში.

პოლიტიკური მოღვაწეობა

იმავე წელს არჩეული იყო პარტიის სიით თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნათ. ინტერპარტიულ საბჭოს შედგენის შემდეგ იყო პარტიის დელეგატათ საბჭოში და მის აღმასრულებელ კომიტეტში; საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე ნოემბერში იყო ყრილობის პრეზიდიუმში და შემდეგ პირველი სესიის ეროვნულ საბჭოში იყო აღმასრულებელ კომიტეტის წევრად და საბჭოს თავმჯდომარის ამხანაგათ (ვიდრე საქართველოს მთავრობა შესდგებოდა).

1918 წელს თებერვალში იღებდა მონაწილეობას ტრაპიზონის საზავო კონფერენციაში, როგორც ამიერ-კავკასიის სეიმის საზავო დელეგაციის ეროვნულ სეკრეტარიატის წევრი.

კონფერენციის შეწყვეტის შემდეგ როგორც ეროვნულ საბჭოს წარმომადგენელი დარჩა რამოდენიმე ხანი ოსმალეთში, ენვერ-ფაშასთან მოსალაპარაკებლად.

ეროვნულ საბჭოს პარლამენტად გამოცხადების შემდეგ იყო ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციის თავმჯდომარის ამხანაგად.

1918 წლის ენკენისთვიდან, ნაც.-დემ. პარტიის გაყოფის შემდეგ, არჩეულ იქმნა დამოუკიდებელი ნაციონალ-დემოკრატიული პარტიის მთავარ კომიტეტის და საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარედ;

შრომები

ვეშაპელს აქვს დაბეჭდილი სამი ნაშრომი დაწერილი სტუდენტობის დროს; წიგნი გამოცემულია რუსულ ენაზედ, მამულის ქართულ კულტურულ საზოგადოების მიერ („Турецкая Грузія“ და „Единство Грузіи“...) მესამე წიგნი გამოცემულია ქართულ ენაზედ თბილისში, („საქართველო და რუსეთი“).

დაწერილია საბჭოს წევრის გ. ვეშაპელის მიერ
ქვესტორისათვის
16. IX. 1918.

წყარო

საქართველოს ეროვნული არქივი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები