ახალი ატიკური კომედია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ახალი ატიკური კომედია''' – ძველბერძნული ლიტერატურული კომედიის გვიანდელი სახე. ეს ტერმინი ჯერ კიდევ [[ანტიკური|ანტიკურმა]] მეცნიერებამ შემოიღო ძველბერძნული კომედიის განვითარების საბოლოო ეტაპის აღმნიშვნელად, ახალი [[ატიკური კომედია]] ფორმის მიხედვით, არსებითად, განსხვავდებოდა ძველი ატიკური კომედიისაგან: ქოროს როლი [[ანტრაქტი|ანტრაქტების]] [[დივერტისმენტი|დივერტისმენტად]] იქცა, მსახიობთა რიცხვიც სამით აღარ შემოიფარგლებოდა, გაიზარდა და სტაბილური გახდა [[თეატრალური ნიღაბი|ნიღაბ]]-სახეთა (მოხუცები, ახალგაზრდები, დედაბრები, ახალგაზრდა ქალები, მონები და ა..) რაოდენობა, კომედიის ნაწილებს შორის შინაგანი კავშირი უფრო განმტკიცდა. ახალმა ატიკურმა კომედიამ დიდი გავლენა მოახდინა ძველრომაულ კომედიაზე, ხოლო მისი მეშვეობით – ახალი დროის ევროპულ დრამატურგიაზე.  
+
'''ახალი ატიკური კომედია''' – ძველბერძნული გვიანდელი [[კომედია|კომედიის]] სახეობა. ტერმინი შემოტანილია ანტიკური ხანის მკვლევართა მიერ, ძველბერძნული კომედიის განვითარებაში ბოლო ეტაპის მოსანიშნად (მე-4-5 ს. ძვ.წ.).  
 
+
  
 +
ახალი ატიკური კომედიის თავისებურებაზე მკვეთრად აღიბეჭდა ბერძნული პოლისების მიერ დამოუკიდებლობის დაკარგვა მაკედონელთა შემოჭრის გამო. მასში მთლიანად ქრება ძველი [[ატიკური კომედია|ატიკური კომედიისთვის]] ნიშნეული სატირა პოლიტიკურ მოღვაწეებზე და მაღალი წრის წარმომადგენლებზე. მასთან ერთად ქრება ფოლკლორული ფანტასტიკაც. ახალი ატიკური კომედიის პერსონაჟები მკვეთრად იყოფიან ორ კატეგორიად: ქვედა საფეხურზე მდგომნი – პარასიტები, ჰეტერები, მზარეულები და მაღალი წრის ერთადერთი წარმომადგენელი „ბაქია მეომრის“ სახით, რომლის სახე აშკარად გაშარჟებულია.
  
 +
ახალი ატიკური კომედიის ფაბულა აგებულია სტერეოტიპულ საყოფაცხოვრებო ურთიერთობებზე. ფორმის თვალსაზრისით იგი არსობრივად განსხვავდება ძველი ატიკური კომედიისაგან. [[ქორო]]ს როლი დაყვანილ იქნა [[დივერტისმენტი|დივერტისმენტამდე]] [[ანტრაქტი (შესვენება)|ანტრაქტებს]] შორის, მსახიობების რაოდენობა სამს აღემატებოდა, გაიზარდა სახე-ნიღბების რიცხვიც. ხასიათების ფსიქოლოგიურ გაღრმავებასთან ერთად, გაიზარდა კომედიის შინაგანი კავშირი. აპოლიტიკურობის მიუხედავად, ახალი ატიკური კომედია ეხმაურებოდა საზოგადოებაში არსებულ აქტუალურ პრობლემებს. მან დიდი ზეგავლენა მოახდინა რომაულ კომედიაზე (პლავტუსი, ტერენციუსი) და აქედან გამომდინარე ახალი დროის ევროპულ დრამატურგიაზე.
  
 +
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]]
 
[[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]]
 +
[[კატეგორია:ძველბერძნული თეატრი]]
 
[[კატეგორია:კომედია]]
 
[[კატეგორია:კომედია]]

01:01, 4 მარტი 2023-ის ვერსია

ახალი ატიკური კომედია – ძველბერძნული გვიანდელი კომედიის სახეობა. ტერმინი შემოტანილია ანტიკური ხანის მკვლევართა მიერ, ძველბერძნული კომედიის განვითარებაში ბოლო ეტაპის მოსანიშნად (მე-4-5 ს. ძვ.წ.).

ახალი ატიკური კომედიის თავისებურებაზე მკვეთრად აღიბეჭდა ბერძნული პოლისების მიერ დამოუკიდებლობის დაკარგვა მაკედონელთა შემოჭრის გამო. მასში მთლიანად ქრება ძველი ატიკური კომედიისთვის ნიშნეული სატირა პოლიტიკურ მოღვაწეებზე და მაღალი წრის წარმომადგენლებზე. მასთან ერთად ქრება ფოლკლორული ფანტასტიკაც. ახალი ატიკური კომედიის პერსონაჟები მკვეთრად იყოფიან ორ კატეგორიად: ქვედა საფეხურზე მდგომნი – პარასიტები, ჰეტერები, მზარეულები და მაღალი წრის ერთადერთი წარმომადგენელი „ბაქია მეომრის“ სახით, რომლის სახე აშკარად გაშარჟებულია.

ახალი ატიკური კომედიის ფაბულა აგებულია სტერეოტიპულ საყოფაცხოვრებო ურთიერთობებზე. ფორმის თვალსაზრისით იგი არსობრივად განსხვავდება ძველი ატიკური კომედიისაგან. ქოროს როლი დაყვანილ იქნა დივერტისმენტამდე ანტრაქტებს შორის, მსახიობების რაოდენობა სამს აღემატებოდა, გაიზარდა სახე-ნიღბების რიცხვიც. ხასიათების ფსიქოლოგიურ გაღრმავებასთან ერთად, გაიზარდა კომედიის შინაგანი კავშირი. აპოლიტიკურობის მიუხედავად, ახალი ატიკური კომედია ეხმაურებოდა საზოგადოებაში არსებულ აქტუალურ პრობლემებს. მან დიდი ზეგავლენა მოახდინა რომაულ კომედიაზე (პლავტუსი, ტერენციუსი) და აქედან გამომდინარე ახალი დროის ევროპულ დრამატურგიაზე.

წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები