ალეგორია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ალეგორია''' – (ბერძნ. alegoria – ქარაგმა), ქარაგმული სახე, რომელსაც ...)

23:41, 2 მარტი 2023-ის ვერსია

ალეგორია – (ბერძნ. alegoria – ქარაგმა), ქარაგმული სახე, რომელსაც არა აქვს პირდაპირი მნიშვნელობა და სხვა საგნის ან მოვლენის გამოხატვას ემსახურება.

ალეგორიას თეატრში მიმართავენ იმ შემთხვევაში, როცა სხვადასხვა მიზეზით გაურბიან სათქმელის ღიად გამოხატვას. როლის ინტერპრეტაცია, პლასტიკური დახასიათება, მოზანსცენა, სიტყვის ინტონირება, სცენოგრაფია, მუსიკალური თანხლება შესაძლებელია იქცეს გადაკვრითი თქმის, ქარაგმული მინიშნების საშუალებად. ალეგორია დრამატული თეატრის უმძლავრესი იარაღია და ამითაც აიხსნება მისი სასტიკი დევნა ყველა დროსა და ყველა ქვეყანაში.

ალეგორია თეატრში, პირველ ყოვლისა, იდეის სახეობრივი გასაგნებაა, იდეა კი შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი: განყენებული (ზოგადადამიანური), კონკრეტული (პოლიტიკური ან სოციალური), ეხმაურებოდეს ტიპურ მოვლენას, ხასიათებს, მითოლოგიურ პერსონაჟებს, კონკრეტულ ცნობილ პირებს.

ელინისტური აზროვნება აიგივებდა ალეგორიას და სიმბოლოს. ალეგორიის საშუალებით შუა საუკუნეების საეკლესიო თეატრი ასახავდა სამყაროს აბსოლუტურ ფასეულობებს, ხოლო მოხეტიალე დასები ავლენდნენ თავის კრიტიციზმს. კლასიციზმის ეპოქაში ალეგორია ერწყმოდა მიმდინარე მოვლენებს.

ახალევროპულმა ესთეტიკამ უარყო ალეგორია როგორც განსჯითი, დიდაქტიკური მოვლენა. მიუხედავად ამისა, ალეგორიული სახიერება საფუძვლად დაედო მე-19-20 სს. ხელოვანთა შემოქმედებით სისტემებს. ალეგორია ფართოდ გამოიყენეს პ. შელიმ, მ. სალტიკოვ-შჩედრინმა, ე. ვერჰარნმა, ჰ. იბსენმა, ა. ფრანსმა, პ. კაკაბაძემ, ბ. ბრეხტმა ალეგორია ტრადიციულად ხშირად ერწყმის იგავს, გროტესკს, უტოპიას. იგი უშუალოდ ენათესავება არაკს და პარაბოლას.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები