სოლომონ ბრძენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სოლომონ ბრძენი''' - ''(ძვ. ებრ.)'' „შოლომო" - მშვიდობის მოყვარე. დავ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''სოლომონ ბრძენი''' - ''(ძვ. ებრ.)'' „შოლომო" - მშვიდობის მოყვარე. დავით წინასწარმეტყველისა და ბერსაბეს ვაჟი, ებრაელთა სახელმწიფოს მესამე მეფე. დავით მეფემ თავის სიცოცხლეშივე აკურთხა სოლომონი მეფედ. მეფედ კურთხევის შემდეგ სოლომონი წავიდა გაბაონს და მოსეს მოძრავ ტაძარში ღმერთს შესწირა ათასი ყოვლად დასაწველი მსხვერპლი. ძილში ღმერთი გამოეცხადა და უთხრა:  „მთხოვე, რა მოგცე შენ“ - სოლომონმა მიუგო: „უფალო, მომეცი მე სიბრძნე, მოგცემ ისეთ სიბრძნეს, რომ შენი მსგავსი ბრძენი არც ყოფილიყოს და არც იქმნეს. გარდა ამისა, მე მოგცემ სიმდიდრეს და დიდებას, რომელიც შენ არ გითხოვია და თუ შენ ისე აღასრულებ ჩემს ბრძანებას, როგორც დავითი ასრულებდა, დიდხანს იცოცხლებო.
+
'''სოლომონ ბრძენი''' - ''(''ძვ. ებრ.'' שְׁלֹמֹה‎, „შოლომო"'' - მშვიდობის მოყვარე. დავით წინასწარმეტყველისა და ბერსაბეს ვაჟი, [[ებრაელები|ებრაელთა]] სახელმწიფოს მესამე მეფე. [[დავითი|დავით მეფემ]] თავის სიცოცხლეშივე აკურთხა სოლომონი მეფედ. მეფედ კურთხევის შემდეგ სოლომონი წავიდა გაბაონს და მოსეს მოძრავ ტაძარში ღმერთს შესწირა ათასი ყოვლად დასაწველი მსხვერპლი. ძილში ღმერთი გამოეცხადა და უთხრა:  „მთხოვე, რა მოგცე შენ“ - სოლომონმა მიუგო: „უფალო, მომეცი მე სიბრძნე, მოგცემ ისეთ სიბრძნეს, რომ შენი მსგავსი ბრძენი არც ყოფილიყოს და არც იქმნეს. გარდა ამისა, მე მოგცემ სიმდიდრეს და დიდებას, რომელიც შენ არ გითხოვია და თუ შენ ისე აღასრულებ ჩემს ბრძანებას, როგორც დავითი ასრულებდა, დიდხანს იცოცხლებო.
  
სოლომონმა სიბრძნე მალე გამოიჩინა: იერუსალიმში დაბრუნების შემდგომ მასთან მივიდა ორი დედაკაცი, ერთს ხელში ბავშვი ეჭირა. ბავშვს ორივე ითვისებდა და მოწმე არც ერთს არ ჰყავდა. სოლომონმა ბრძანა: „მომიტანეთ მე ხრმალი“. სოლომონს მოართვეს ხმალი. მან ბრძანა: „გაჭერით ცოცხალი ბავშვი შუაზე: ნახევარი ერთს მიეცით, ნახევარი მეორეს“. ნამდვილ დედას გული აუდუღდა და მეფეს მოახსენა: „ხელმწიფეო! ოღონდაც ნუ მოკლავ და მას ჰყავდეს“ მეორე იძახოდა: გაჭერით, არც მე მეყოლება და არც მას“. მაშინ სოლომონმა ბრძანა: „მიეცით ცოცხალი ბავშვი მას, რომელსაც არ უნდა მისი სიკვდილი, იგი არს დედა მისი“. სოლომონის ასეთი მსაჯულობა გაიგო ყოველმა ებრაელმა და მიხვდნენ რომ მასში არის სიბრძნე ღმრთისა.  
 
13:37, 8 მაისი 2017-ის ვერსია

სოლომონ ბრძენი - (ძვ. ებრ. שְׁלֹמֹה‎, „შოლომო" - მშვიდობის მოყვარე. დავით წინასწარმეტყველისა და ბერსაბეს ვაჟი, ებრაელთა სახელმწიფოს მესამე მეფე. დავით მეფემ თავის სიცოცხლეშივე აკურთხა სოლომონი მეფედ. მეფედ კურთხევის შემდეგ სოლომონი წავიდა გაბაონს და მოსეს მოძრავ ტაძარში ღმერთს შესწირა ათასი ყოვლად დასაწველი მსხვერპლი. ძილში ღმერთი გამოეცხადა და უთხრა: „მთხოვე, რა მოგცე შენ“ - სოლომონმა მიუგო: „უფალო, მომეცი მე სიბრძნე, მოგცემ ისეთ სიბრძნეს, რომ შენი მსგავსი ბრძენი არც ყოფილიყოს და არც იქმნეს. გარდა ამისა, მე მოგცემ სიმდიდრეს და დიდებას, რომელიც შენ არ გითხოვია და თუ შენ ისე აღასრულებ ჩემს ბრძანებას, როგორც დავითი ასრულებდა, დიდხანს იცოცხლებო.

სოლომონმა სიბრძნე მალე გამოიჩინა: იერუსალიმში დაბრუნების შემდგომ მასთან მივიდა ორი დედაკაცი, ერთს ხელში ბავშვი ეჭირა. ბავშვს ორივე ითვისებდა და მოწმე არც ერთს არ ჰყავდა. სოლომონმა ბრძანა: „მომიტანეთ მე ხრმალი“. სოლომონს მოართვეს ხმალი. მან ბრძანა: „გაჭერით ცოცხალი ბავშვი შუაზე: ნახევარი ერთს მიეცით, ნახევარი მეორეს“. ნამდვილ დედას გული აუდუღდა და მეფეს მოახსენა: „ხელმწიფეო! ოღონდაც ნუ მოკლავ და მას ჰყავდეს“ მეორე იძახოდა: გაჭერით, არც მე მეყოლება და არც მას“. მაშინ სოლომონმა ბრძანა: „მიეცით ცოცხალი ბავშვი მას, რომელსაც არ უნდა მისი სიკვდილი, იგი არს დედა მისი“. სოლომონის ასეთი მსაჯულობა გაიგო ყოველმა ებრაელმა და მიხვდნენ რომ მასში არის სიბრძნე ღმრთისა.

გამეფების შემდგომ, მეოთხე წელიწადს სოლომონმა დაიწყო ტაძრის შენება იერუსალიმში და შვიდ წელიწადნახევარში ააშენა. შიგნით ტაძარი განიყოფებოდა ორ ნაწილად: წმიდათად და წმიდათაწმიდად, ისინი იყვნენ გაყოფილი ოქროთი შეჭედილი ნაძვის ფიცრებით. წმიდათაწმიდაში იდგა ზეთისხილის ხისგან ნაკვეთი, ოქროთი მოჭედილი ორი ქერუბიმის გამოსახულება. ერთი ფრთა ერთი ქერუბიმისა უწევდა კედლამდე, ხოლო მეორე ფრთა მეორე ქერუბიმისა - მეორე კედლამდე, ხოლო მეორე ფრთები ორივე ქერუბიმისა ერთმანეთს უერთდებოდა წმიდათაწმიდას შუა ადგილზე. ყოველივე კუთვნილება ტაძრისა იყო ოქროთი მოჭედილი, და ზოგიერთი ნივთი (სასანთლეები, ტაბლები და სხვა), იყო ოქროსი. ტაძარს ჰქონდა დიდი ეზო მაღალი ქვიტკირის გალავნით შემოვლებული. როცა დასრულდა ტაძრის შენება იერუსალიმში, ტაძრის კურთხევაზე დასასწრებად სოლომონმა მოიპატიჟა ისრაელის ყველა ტომის მოხუცებული და აურაცხელი ხალხი. აღთქმის კიდობანი გადაიტანეს დიდი დღესასწაულით, აურაცხელი მსხვერპლის შეწირვით, გალობითა და მუსიკით დავითის მოძრავი ტაძრიდან ახლად აშენებულ ტაძარში და დაგეს წმიდათაწმიდაში. ტაძრის კურთხევის დროს დიდება ღმრთისა ნათელი ღრუბლის სახით გადმოვიდა და აღავსო ტაძარი ისე, რომ მღვდლებმა შეწყვიტეს ღმრთისმსახურება, გალობა და მუსიკა, და ტაძარში შეიქმნა დიდი მყუდროება. ამ დროის სოლომონმა დაიჩოქა, აღაპყრო ზეცას ხელები და შეევედრა ღმერთს, რომ შეესმინა არა მარტო ისრაელთა, არამედ ამ ტაძარში ყველა მლოცველის ვედრება. სოლომონის ლოცვის დამთავრების შემდგომ ჩამოვარდა ზეციდგან ცეცხლი და დაწვა ყოვლად დასაწველი მსხვერპლი. ღამე, ძილის დროს, სოლომონს ღმერთი გამოეცხადა და უბრძანა, რომ ის აღასრულებს სოლომონის თხოვნას, თუ თვითონ სოლომონი და ხალხი აღასრულებენ ღმრთის ნებას; ხოლო თუ ხალხი დაივიწყებს ღმერთს, მაშინ ღმერთი განაგდებს ისრაელიანებს ამ ქვეყნიდან, რომელიც მისცა და თვით ტაძარსაც არ შეიწყნარებს.

სოლომონმა სამეფოს საზღვრებზე ააშენა ქალაქები და ციხე-სიმაგრეები. ვაჭრობის გასაძლიერებლად შავ ზღვაში ააგებინა ხომალდი. სოლომონმა იმეფა 40 წელიწადს და არავის მის წინააღმდეგ ომი არ გამოუცხადებია.

სოლომონი ბრძენი და დიდებული მეფე იყო, მაგრამ ისიც ჩავარდა ცოდვაში: მან ცოლად შეირთო კერპთთაყვანისმცემელთა ქალები და აღუშენა მათ ბომონი (კერპების ტაძარი) და მცირეოდენად თვითონაც დაიწყო კერპთმსახურება. ამიტომ ღმერთმა უბრძანა მას: „ვინაიდან იქმნა ესე შენ მიერ და არ დაიცევ მცნებანი ჩემნი, შენს სამეფოს უმეტეს ნაწილს მივცემ მონასა შენსა“. ამ სიტყვების შემდეგ სოლომონმა დაკარგა ბედნიერება. ხარკის მომატების გამო სამეფოში აღმოჩნდა ბევრი უკმაყოფილო. ამ ხალხის მეთაური გახდა იერობოამი - ეფრემის ტომისაგან.

ბოლოს სოლომონმა იგრძნო თავისი შეცდომა და მიიქცა ღმრთისადმი სინანულით. მან დაწერა წიგნი ეკლესიასტე, რომელშიაც ამბობს, რომ ყოველივე ამქვეყნიური სიკეთე არის ამაო და დაუდგრომელი, მხოლოდ შიში უფლისა და ღმრთის მცნებათა აღსრულება შეადგენს უმთავრეს და უმაღლეს ბედნიერებასა და სიკეთეს, რომელიც დაამშვიდებს და მოასვენებს კაცის სულს. სოლომონმა დაწერა კიდევ საღმრთო წერილის ორი წიგნი: 1. იგავნი სოლომონისანი, რომელიც შეიცავს ბრძნულ დარიგებას ღმრთის შიშზე, ბოროტებისა და ბიწიერების უარყოფაზე, კაცთა ყოფა-ქცევაზე და ბედზე; 2. ქებათა-ქება.

გადმოცემით სოლომონ ბრძენის შთამომავლობამ ეთიოპიაში ებრაელთა საზოგადოება დააარსა, რომელიც ერთ-ერთი ებრაული ტრადიციით აღთქმის კიდობნის მცველია. კიდობანი დაიკარგა ბაბილონელების მიერ სოლომონის პირველი ტაძრის დანგრევის შემდეგ (პირველი ტაძარი ააშენა სოლომონ ბრძენმა ძვ. წთ. აღ. 586 წ., დაანგრიეს ბაბილონელებმა ძვ. წთ. აღ. 586 წ., ხოლო მეორე ტაძარი ებრაელებმა ააგეს ძვ.წ.აღრ. 516 წ.)

წყარო

ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები