გაბრიელი (აბაშიძე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''გაბრიელი''' – (აბაშიძე გიორგი) (დაახლ. 1868-XX ს. 30-იანი წწ.), საეკლესი...)

19:29, 19 იანვარი 2023-ის ვერსია

გაბრიელი – (აბაშიძე გიორგი) (დაახლ. 1868-XX ს. 30-იანი წწ.), საეკლესიო მოღვაწე, მისიონერი, არქიმანდრიტი.

სწავლობდა ჯერ თბილისის, შემდეგ კი ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიაში. სწავლის დასრულების შემდეგ რამდენიმე წელი ქუთაისის საოლქო სასამართლოში მუშაობდა. 1892 წელს მონაზვნად შედგომის სურვილმა ახალგაზრდა გიორგი საბერძნეთში, ათონის წმ. მთაზე მიიყვანა. იქ იგი ქართველთა წმ. იოანე ღვთისმეტყველის სავანეში მივიდა, სადაც წლების განმავლობაში მოღვაწე სულიერ მამებთან მოსაგრეობამ მას მონაზვნური ცხოვრების საკმაოდ კარგი გამოცდილება შესძინა. ათონზე მისი მასწავლებელი იყო კოსტანტინეპოლის ყოფილი პატრიარქი იოაკიმე III, რომელთანაც საფუძვლიანად შეისწავლა ბერძნული ენა. მან ასევე დაამთავრა ათონის საღვთისმეტყველო სკოლა. პეტრე კონჭოშვილი მასზე თავის წიგნში „მოგზაურობა წმიდა ქალაქს იერუსალიმსა და წმიდა ათონის მთაზედ“, წერდა: „მონაზონი გაბრიელი (აბაშიძე), ჯერ წლოვანობით ახალგაზრდა, გარნა განვითარებული და მცოდნე ბერძნულის ენისა“.


წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები