ქოზიფის მამათა მონასტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ქოზიფის მამათა მონასტერი '''ქოზიფის მო...)
 
(წყარო)
ხაზი 12: ხაზი 12:
 
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ეკლესია-მონასტრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ეკლესია-მონასტრები]]
[[კატეგორია:ქარელის მუნივიპალიტეტის არქიტეტურული ძეგლები]]
+
[[კატეგორია:ქარელის მუნიციპალიტეტის არქიტეტურული ძეგლები]]

12:35, 10 ოქტომბერი 2022-ის ვერსია

ქოზიფის მამათა მონასტერი

ქოზიფის მონასტერი, (ქოზიფის მამათა მონასტერი) – (ინგლ. Kozifa Monastery) ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლი, რომელიც მდებარეობს ქ. ქარელიდან 35 კმ-ის დაშორებით მდ. ძამას ხეობაში. დაარსებულია VII-IX საუკუნეებში. მონასტერში სულ შვიდი ტაძარია. ისინი ერთმანეთზე მჭიდროდაა მიდგმული და ერთიან კომპლექსს ქმნიან. დღესდღეობით ყველა ტაძარი აღდგენილია და მოქმედებაშია.

ქოზიფის მონასტერში თავდაპირველად ორი მცირე ზომის დარბაზული ეკლესია აუგიათ. XIII საუკუნის II ნახევარში ქოზიფის მონასტერში ფართოდ გაიშალა აღმშენებლობითი საქმიანობა. ამ პერიოდს განეკუთვნება მონასტრის გალავანი და ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარი. ეს უკანასკნელი, ჩრდილოეთ და სამხრეთ მინაშენებით, კომპლექსის მთავარი ნაგებობაა. ტაძარი აშენებულია ბაზალტის კარგად დამუშავებული კვადრებით. XIV-XV საუკუნეებში კომპლექსს კიდევ ორი მცირე ზომის დარბაზული ეკლესია შეემატა. ტერიტორიაზე აღმოჩენილია წყლის თიხის მილები და ღვინის დიდი ქვევრები, რაც მეტყველებს იმაზე, რომ საუკუნეთა განმავლობაში აქ ბერმონაზვნური ცხოვრება ყვაოდა. ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების გარდა აქ არის წმ. შიო მღვიმელის, მართალი ლაზარესი, ყოველთა ქართველთა წმიდათა და წმ. გიორგის ეკლესიები.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები