ბრექჩია
(→წყარო) |
|||
ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
− | [[ | + | [[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
[[კატეგორია:ნედლეული]] | [[კატეგორია:ნედლეული]] | ||
[[კატეგორია:ქანები]] | [[კატეგორია:ქანები]] |
12:27, 24 მაისი 2022-ის ვერსია
ბრექჩია − (იტალ. breccia მარმარილო ნატეხებისაგან < გერმ. brechen მსხვრევა), დაკუთხული ნატეხებით აგებული შეცემენტებული ქანი. ნატეხების სიმსხოა – 2 მმ და მეტი. შედგენილობის მიხედვით შეიძლება იყოს ერთგვაროვანი (მონომიქტური) და არაერთგვაროვანი (პოლიმიქტური). განარჩევენ ვულკანურ, დანალექ და ტექტონიკურ ბრექჩიებს. ვულკანური ბრექჩია წარმოიქმნება ლავის ნაკადის დინების პროცესში თხევადი ლავის მიერ მისივე უკვე გამყარებული ქერქის მსხვრევისა და შეცემენტების შედეგად (ლავური ბრექჩია), ვულკანურ-ნამსხვრევი მასალის დაგროვების გზით (ტუფური ბრექჩია) და ვულკანურ მხარეებში ტალახის ნაკადების ნალექების (ლახარების) დიაგენეზისით. დანალექი ბრექჩია წარმოიქმნება კონტინენტურ პირობებში დელუვიონის, ქვატალახიანი ღვარების ნატანისა და ფიზიკური გამოფიტვის შედეგად წარმოქმნილი მასალის შეცემენტებით. კარსტული მღვიმეების ჩაქცევისას ჩნდება კარსტული ბრექჩია.