გაბაშვილი ზაქარია
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ზაქარია გაბაშვილი“ გადაიტანა გვერდზე „გაბაშვილი ზაქარია“ გად...) |
|||
ხაზი 2: | ხაზი 2: | ||
1771 წელს [[იმერეთი|იმერეთში]] დაბრუნდა. მალე გაბაშვილის მთელმა ოჯახმა თავი მოიყარა [[სოლომონ I]]-ის კარზე. | 1771 წელს [[იმერეთი|იმერეთში]] დაბრუნდა. მალე გაბაშვილის მთელმა ოჯახმა თავი მოიყარა [[სოლომონ I]]-ის კარზე. | ||
− | ზაქარია განათლებული და ძველი ქართული მწერლობაში განსწავლული პიროვნება იყო. მას ეკუთვნის პოეტური თხზულება – ვახტანგ VI-ის ძის, გიორგი ბატონიშვილის ხოტბის შესხმა „ლექსი ეტლზე, რომელ არიან ზოდიაქნი ბურჯნი” და სხვა. არსებობს მოსაზრება, რომ მასვე ეკუთვნის სატირული პოემა „კატისა და თაგვების ომი”. გაბაშვილი 1750-1751 წლებში მიუწვევიათ ერეკლე II-ის სტამბაში, სადაც მან ლიტერატურულად გამართა | + | ზაქარია განათლებული და ძველი ქართული მწერლობაში განსწავლული პიროვნება იყო. მას ეკუთვნის პოეტური თხზულება – [[ვახტანგ VI]]-ის ძის, გიორგი ბატონიშვილის ხოტბის შესხმა „ლექსი ეტლზე, რომელ არიან ზოდიაქნი ბურჯნი” და სხვა. არსებობს მოსაზრება, რომ მასვე ეკუთვნის სატირული პოემა „კატისა და თაგვების ომი”. გაბაშვილი 1750-1751 წლებში მიუწვევიათ ერეკლე II-ის სტამბაში, სადაც მან ლიტერატურულად გამართა |
„კონდაკის” ტექსტი. გაბაშვილი იყო გელათის კალიგრაფიული სკოლის ფუძემდებელი. | „კონდაკის” ტექსტი. გაბაშვილი იყო გელათის კალიგრაფიული სკოლის ფუძემდებელი. | ||
14:15, 4 მარტი 2022-ის ვერსია
გაბაშვილი ზაქარია − (1705 − 1780), მამა ბესარიონ გაბაშვილისა, ქართლის მეფის თეიმურაზ II-ის კარის მოძღვარი იყო. იგი, როგორც ქართული ეკლესიის ორთოდოქსული ფრთის მეთაური, დაუპირისპირდა კათოლიკოს ანტონ I-ს; ზაქარია გაბაშვილმა გააჩაღა ბრძოლა ანტონ I-ისა და ერეკლე II-ის წინააღმდეგ, რის გამოც იგი დააპატიმრეს. საეკლესიო კრებამ გაბაშვილი სარწმუნოების „გამრყვნელად” გამოაცხადა, შეაჩვენა და მღვდლობიდან განკვეთა. გაბაშვილი პატიმრობიდან გაიპარა და 1767 წელს ჩავიდა ყიზლარში. 1768-1770 წლებში გაბაშვილი იმყოფებოდა მოსკოვსა და პეტერბურგში. 1771 წელს იმერეთში დაბრუნდა. მალე გაბაშვილის მთელმა ოჯახმა თავი მოიყარა სოლომონ I-ის კარზე.
ზაქარია განათლებული და ძველი ქართული მწერლობაში განსწავლული პიროვნება იყო. მას ეკუთვნის პოეტური თხზულება – ვახტანგ VI-ის ძის, გიორგი ბატონიშვილის ხოტბის შესხმა „ლექსი ეტლზე, რომელ არიან ზოდიაქნი ბურჯნი” და სხვა. არსებობს მოსაზრება, რომ მასვე ეკუთვნის სატირული პოემა „კატისა და თაგვების ომი”. გაბაშვილი 1750-1751 წლებში მიუწვევიათ ერეკლე II-ის სტამბაში, სადაც მან ლიტერატურულად გამართა „კონდაკის” ტექსტი. გაბაშვილი იყო გელათის კალიგრაფიული სკოლის ფუძემდებელი.
- ათორმეტს ეტლზედ, რომელ არიან
- ზოდიქონი, ანუ ბურჯნი, ლექსად თქმულნი
- ოთხტაეპოვანი, ათექვსმეტმარცვლოვანი
- ვერძი მარტსა ოცდახუთსა
- მიითვალავს მზისა სპერას,
- კურო აპრილს ოცდასამსა
- ისპეკალებს იასპერას,
- ორათსამსა მაისისას
- მარჩბივ იმოსს ჭრელ პეპერას,
- კირჩხიბ ივნისს ოცდაოთხსა
- უკუერწყმის დიდს იმპერას.
- ოცხადუთსა ივლისს თვესა
- ლომს ილიოს ამბორს ეცი,
- ქალწულიცა აღუსტოსა
- ხუთ ხუთეულს შენაკეცი,
- ორათხუთსა სეკდემბერსა
- სასწორშია შენატკეცი,
- მზევ, ოკდომბერს ღრიანკალში
- ვედ შუქით, იბაზმაკეცი.
- ნოემბერსა ოცდახუთსა
- აღიცისკრებს მშვილდოსანი,
- ორათხუთსა დეკენბერსა
- თხის რქას მიაქვს წმიდოსანი,
- იანვარს ოცს მთვრალი შესტრფის
- წყლის საქანს არბინდოსანი,
- თევზმან ოცსა თებერვალსა
- აპოლლო არ წყმიდოსანი.