ნაწრთობი ფოლადი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ნაწრთობი ფოლადი''' – ნახშირბადოვანი ფოლადის სახეობა, რომელ...)
 
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ნაწრთობი ფოლადი“ გადაიტანა გვერდზე „ფოლადი ნაწრთობი“)

01:18, 4 მარტი 2022-ის ვერსია

ნაწრთობი ფოლადი – ნახშირბადოვანი ფოლადის სახეობა, რომელიც გამოიყენება ინსტრუმენტებისა და მანქანათა მძიმე დეტალების დასამზადებლად. ასეთი ფოლადის მისაღებად ნახშირბადოვანი ფოლადი ცხელდება მაღალ ტემპერატურამდე და ასეთ მდგომარეობაში ხდება მისი წრთობა – ფოლადი სწრაფად ცივდება წყალში ან მარილხსნარში. ასეთი მასალა ძლიერ მაგარი და მყიფეა. სიმაგრის შესანარჩუნებლად და სიმყიფის შესამცირებლად მიმართავენ მეორად წრთობას იმ განსხვავებით, რომ ფოლადი ცივდება ბუნებრივ პირობებში და მიიღება ნაკეთობა, რომელიც მაგარია ნახშირბადოვან ფოლადთან შედარებით, ერთდროულად კი, აქვს მაღალი მედეგობა დარტყმითი დატვირთვების მიმართ.

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები