არაბული ბაღათერ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''არაბული ბაღათერ''' – (1950), ქართველი პოეტი. გამოცემული აქვს კრე...) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
+ | [[ფაილი:Bagatur arabuli.PNG|thumb|ბაღათერ არაბული]] | ||
'''არაბული ბაღათერ''' – (1950), ქართველი პოეტი. გამოცემული აქვს კრებულები: „იხსენებ ჩივილს”, „ჟამი სინათლისა” (1987) „ხევსურული საგა” (2016, ლექს-ანდრეზები). წლების განმავლობაში იყო ჟურნალ „ცისკრის” და მისი დამატება „ნობათის” რედაქტორი. არის მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარე. | '''არაბული ბაღათერ''' – (1950), ქართველი პოეტი. გამოცემული აქვს კრებულები: „იხსენებ ჩივილს”, „ჟამი სინათლისა” (1987) „ხევსურული საგა” (2016, ლექს-ანდრეზები). წლების განმავლობაში იყო ჟურნალ „ცისკრის” და მისი დამატება „ნობათის” რედაქტორი. არის მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარე. | ||
− | ::::* * * | + | :::: * * * |
::არეულია კეთილ-ბოროტი | ::არეულია კეთილ-ბოროტი |
18:16, 18 თებერვალი 2022-ის ვერსია
არაბული ბაღათერ – (1950), ქართველი პოეტი. გამოცემული აქვს კრებულები: „იხსენებ ჩივილს”, „ჟამი სინათლისა” (1987) „ხევსურული საგა” (2016, ლექს-ანდრეზები). წლების განმავლობაში იყო ჟურნალ „ცისკრის” და მისი დამატება „ნობათის” რედაქტორი. არის მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარე.
- * * *
- არეულია კეთილ-ბოროტი
- გაუტანლობით, შურით, ღალატით, _
- ვეღარ ვიცხოვრებთ, როგორც ვცხოვრობდით,
- ვეღარ დავმალავთ, რასაც ვმალავდით...
- დღევანდელ დღისთვის პასუხს ვინ აგებს?
- ან მომავლისგან მაინც რას ელი?
- დაცემულია ციხე-სიმაგრე
- და მეციხოვნეც – უკანასკნელი...
- არც გამკითხავი და არც გამგები,
- დიდი ხანია, არავინ არ ჩანს,
- შენი კოშკები, ბროლით ნაგები,
- დღეს სათარეშოდ ეშმაკებს დარჩათ...
- უელავს ღამეს მთვარის ნისკარტი,
- ცა გადაშლილა ულურჯეს მინდვრად,
- მე კვლავ მიყვარხარ, როგორც მიყვარდი,
- ასე დიადი და ასე წმინდა...