ზეთოვანი საღებავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ზეთოვანი საღებავი''' – პიგმენტებისა და შემვსების სუსპენზია...)
 
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ზეთოვანი საღებავი“ გადაიტანა გვერდზე „საღებავი ზეთოვანი“)

03:05, 18 თებერვალი 2022-ის ვერსია

ზეთოვანი საღებავი – პიგმენტებისა და შემვსების სუსპენზია ოლიფაში. მზადდება საქარხნო პირობებში ოლიფისა და პიგმენტების გაქნით სპეციალურ მანქანებში (საღებავსასრესებში). გასრესით მიიღება ერთგვაროვანი სუსპენზია. ეს საღებავი არ იცვლის მოცულობას გამყარებისას, ახასიათებს მედეგობა და ხანგამძლეობა. ზეთოვანი საღებავის დიდი უპირატესობაა გაუმჭვირობა, უარყოფითი – ხანგრძლივი შრობა. გამოიყენება მშენებლობაში ლითონის კონსტრუქციების კოროზიისაგან, ხოლო ხის კარ-ფანჯრების ტენისაგან დასაცავად, აგრეთვე კედლებისა და ცალკეული კონსტრუქციების შესაღებად. გამოდის მზა სახით ან სქლადსრესილი.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები