ალბიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ალბიტი“ გადაიტანა გვერდზე „ბელომორიტი“) |
14:47, 7 თებერვალი 2022-ის ვერსია
ალბიტი (ბელომორიტი, პერისტერიტი) – (ლათ. albus თეთრი) ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული თეთრი ფერის ქანწარმომქმნელი მინერალი, მაგმური წარმოშობის სილიკატების კლასის ნატრიუმის მინდვრის შპატი, პლაგიოკლაზების ჯგუფის ალუმინის სილიკატი.
ქიმიური ფორმულა NaAlSi3O8.
სიმკვრივე – 2610 კგ/მ3,
სიმაგრე მოოსის სკალით – 6-7.
გამოიყენება კერამიკულ წარმოებაში.