ლაცი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ლაცი''' — (იტალ. lazzi, — ხუმრობა, ბუფონადა), ბუფონური ხასიათის პა...) |
22:08, 9 იანვარი 2022-ის ვერსია
ლაცი — (იტალ. lazzi, — ხუმრობა, ბუფონადა), ბუფონური ხასიათის პატარ–პატარა სცენები, სხვადასხვაგვარი ტრიუკები, იმპროვიზირებული ოხუნჯობანი; იტალიური კომედია დელ-არტეს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი. ლაცის ჩვეულებრივ ძანები ასრულებდნენ. ისინი თითქოსდა ხაზს უსვამდნენ, მკაფიო კომედიური ფორმით განმარტავდნენ ძირითად მოქმედებას, პაროდიულად განასახიერებდნენ ცალკეულ ეპიზოდებს. ლაცი არ იყო დაკავშირებული სიუჟეტთან და მსახიობები მას ხშირად მაყურებლის გასაკინებლად მიმართავდნენ. ლაცის შესრულებისათვის საჭირო იყო სიმარჯვე, გამომსახველი მიმიკა და ჟესტი, მახვილსიტყვაობა. ლაცის ცირკის კლოუნებიც მიმართავენ ხოლმე.