ლირა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ლირა''' – # უძველესი სიმებიანი საწკმეტი საკრავი; ფიგურული მო...) |
00:15, 6 იანვარი 2022-ის ვერსია
ლირა –
- უძველესი სიმებიანი საწკმეტი საკრავი; ფიგურული მონახაზის მქონე ბრტყელი ხის კორპუსი 2 მომრგვალებული საბრჯენით, რომლებიც შეერთებული იყო ზემოთ მოქლონებიანი ხარიხით. სიმების რაოდენობა 7-ს უახლოვდებოდა. შემსრულებელი იჯდია, (ლირას კორპუსი მუხლებზე ჰქონდა დაყრდნობილი და სიმებს აჟღერებდა თითებით ან პლექტრით.
- ლირის გამოსახულება მუსიკის ემბლემადაა მიღებული. ანტიკურ ეპოქაში ლირა გავრკელებული იყო საბერძნეთში, ეგვიპტეში, რომში და სხვ. ამჟამად შემორჩენილია ჩრდილო-აღმოსავლეთი აფრიკის ზოგიერთ ტომებში.
- მსხლისებური კორპუსის მქონე ერთსიმიანი ხემიანი საკრავი, გავრცელებული დასავლეთ ევროპის ქვეყნებში დაახლოებით VIII-XIII ს.ს.
- დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გავრცელებული მრავალსიმიანი ხემიანი საკრავები განიერი ყელით და გრიფით განარჩევენ ტენორულ ლირას, ბორბლისებურ ლირას და ა. შ.