ბრინჯაო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: [[ფაილი:Brinjaos qandakeba.JPG|thumb|100პქ|<small>მოცეკვავე გოგონა, ძვ. წ. 2400–1900; ბრინჯაო...) |
12:57, 13 სექტემბერი 2021-ის ვერსია
ბრინჯაო – სპილენძის, კალისა და სხვა მეტალების ნაერთი (ტყვია, ალუმინი). მას თავისი განსაკუთრებული თვისებების გამო, რომლებიც აადვილებს მხატვრული ნაკეთობების დამზადებას, ფართოდ იყენებენ ხელოვნებაში. ბრინჯაო კარგად ექვემდებარება დამუშავებას, ჭედურობას; პრიალდება სარკესავით, გარეგანი პირობების ზემოქმედებით იღებს ლამაზ შეფერილობებს, შესაძლოა მისი ქიმიური ტონირება, ექვემდებარება მოოქროებას.