არხოტის ჯვარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''არხოტის ჯვარი''' – პირიქითა ხევსურეთის, არხოტის ხეობის (დუშ...)

15:34, 9 მარტი 2021-ის ვერსია

არხოტის ჯვარი – პირიქითა ხევსურეთის, არხოტის ხეობის (დუშეთის მუნიციპალიტეტი) მთავარი სალოცავი. მას მიქაელ მთავარანგელოზსაც უწოდებენ. არხოტის ჯვარი მოლაშქრე ღვთაებად მიიჩნევა. მის მოძმე ღვთაებებად ითვლება ანატორის ჯვარი და ხონეს მთავარანგელოზი (პირიქითა ხევსურეთი, შატილ-მიღმახევი). არხოტის ჯვარი სოფელ ახიელშია განთავსებული. გალავნით შემოზღუდული სალოცავის კომპლექსში შედიოდა: ბეღელი, საქვაბე და დარბაზი, სადაც განძეულობასთან ერთად ინახებოდა ხატის დროშა. ამ კომპლექსში შედიოდა სამი კოშკი. დღეს შენობები არასრული სახითაა შემორჩენილი.

ხევსურების რწმენით, ხატის გალავნის ქვემოთ იყო მთავარანგელოზის მწევრის საფლავი, რომელიც თავის ყმებს ბრძოლაში ეხმარებოდა. არხოტის ჯვარის ძირითადი ყმები იყვნენ ჯაბუშანურები, რომელთაგანაც ირჩევდნენ ხუცესს. ხატს სამი დასტური ჰყავდა: ორი დასტური ახიელიდან იყო, ხოლო მესამე – ჭიმღიდან ან ამღიდან.

ო. ქართველიშვილი

ლიტერატურა

მაკალათია ს., ხევსურეთი, ტფ., 1935; Бардавелидзе В., Древнейшие религиозные верования и обрядовое графическое исскуство грузинских племен, Тб., 1957.


წყარო

საქართველოს მათლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები