ბოჭორიშვილი ვახტანგ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ბოჭორიშვილი ვახტანგ“ გადაიტანა გვერდზე „ვახტანგ ბოჭორიშვილი“) |
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ვახტანგ ბოჭორიშვილი“ გადაიტანა გვერდზე „ბოჭორიშვილი ვახტანგ“ ...) |
20:03, 29 მაისი 2020-ის ვერსია
ვახტანგ ბოჭორიშვილი – (დ. 25 მარტი, 1924, ლაგოდეხის რაიონის სოფელი გიორგეთი – გ. 11 სექტემბერი, 2002). — თეატრის მსახიობი, რეჟისორი; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; მრავალი სამეცნიერო ნაშრომის და მონოგრაფიების ავტორი; აკადემიური ხარისხი საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიური ხარისხი სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1988 წ.) აკადემიური ხარისხი ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (1989 წ.)
განათლება
- თეატრალური ინსტიტუტი (1940-42);
- ქ. ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარულ-ჰიგიენური ფაკულტეტი (1945-1951).
სამუშაო გამოცდილება
- თელავის დრამატული თეატრის მსახიობი, ტექნიკური რეჟისორი (1943 - 1944)
- სოხუმის დრამატული თეატრის რეჟისორი (1945)
- რუსთაველის თეატრის დასის გამგე, რეჟისორის ასისტენტი (1944 - 1945)
- მესამე მედგაერთიანების ინფექციური განყოფილების გამგე (1951-1952)
- ეწეოდა სამედიცინო საქმიანობას (1956-69);
- საქართველოს სსრ ჯანდაცვის მინისტრი (1970-73);
- სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის ხელმძღვანელი 1979 წლიდან.
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2002) პარტიული სიით: ბლოკი „საქართველოს აღორძინება“, ფრაქცია „XXI საუკუნე“-ს თავმჯდომარე, ეროვნული თანხმობის დროებითი კომისიის წევრი.
სახელმწიფო ჯილდოები
- საქართველოს სახელმწიფო პრემია (01.01.1985)
- მედალი „მამაცური შრომისათვის“
- შრომის წითელი დროშის ორდენი (01.01.1988)
- ილარიონ ქართველის ორდენი (01.01.1997)