გორჯოლო ყველი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''გორჯოლო ყველი''' − მდარე ხარისხის ნაღებმოხდილი რძიდან შემზადებული ყველი. | '''გორჯოლო ყველი''' − მდარე ხარისხის ნაღებმოხდილი რძიდან შემზადებული ყველი. | ||
− | ყველი ამოსაყვანად კვეთს არ ხმარობდნენ, ჭურჭელში რძეს მის გარეშე ამჟავებდნენ. ეს პროცესი რამდენიმე, დაახლოებით, ორ-ექვს დღეს გრძელდებოდა, ყველი შედგებოდა და შედედებულ რძეს ჭურჭელში − [[ქვაბი|ქვაბში]] ჩაასხამდნენ, შემდეგ ცეცხლზე შედგამდნენ, ნელ ცეცხლს შეუკეთებდნენ, | + | ყველი ამოსაყვანად კვეთს არ ხმარობდნენ, ჭურჭელში რძეს მის გარეშე ამჟავებდნენ. ეს პროცესი რამდენიმე, დაახლოებით, ორ-ექვს დღეს გრძელდებოდა, ყველი შედგებოდა და შედედებულ რძეს ჭურჭელში − [[ქვაბი|ქვაბში]] ჩაასხამდნენ, შემდეგ ცეცხლზე შედგამდნენ, ნელ ცეცხლს შეუკეთებდნენ, [[ციცხვი]]თ შეურევდნენ, რათა რძე ქვაბში ყველგან თანაბრად გამთბარიყო. ერთ საათში ქვაბს თავზე გორჯოლო ყველი მოადგებოდა. როცა ყველი „ქვაბს მოცურდებოდა” − ზევით ამოიწევდა, ცხელ გორჯოლოს ციცხვით ამოიღებდნენ, სპილენძის სუზგში − [[თუშფალანგი|თუშფალანგში]] გადაიტანდნენ და გაწურავდნენ. ბოლოს მასას ჩახვში − თოფრაში ჩაასხამდნენ, შრატისაგან გაწურავდენ და ყველიც მზად იყო. |
მიმდინარე ცვლილება 17:29, 17 თებერვალი 2020 მდგომარეობით
გორჯოლო ყველი − მდარე ხარისხის ნაღებმოხდილი რძიდან შემზადებული ყველი.
ყველი ამოსაყვანად კვეთს არ ხმარობდნენ, ჭურჭელში რძეს მის გარეშე ამჟავებდნენ. ეს პროცესი რამდენიმე, დაახლოებით, ორ-ექვს დღეს გრძელდებოდა, ყველი შედგებოდა და შედედებულ რძეს ჭურჭელში − ქვაბში ჩაასხამდნენ, შემდეგ ცეცხლზე შედგამდნენ, ნელ ცეცხლს შეუკეთებდნენ, ციცხვით შეურევდნენ, რათა რძე ქვაბში ყველგან თანაბრად გამთბარიყო. ერთ საათში ქვაბს თავზე გორჯოლო ყველი მოადგებოდა. როცა ყველი „ქვაბს მოცურდებოდა” − ზევით ამოიწევდა, ცხელ გორჯოლოს ციცხვით ამოიღებდნენ, სპილენძის სუზგში − თუშფალანგში გადაიტანდნენ და გაწურავდნენ. ბოლოს მასას ჩახვში − თოფრაში ჩაასხამდნენ, შრატისაგან გაწურავდენ და ყველიც მზად იყო.
[რედაქტირება] ლიტერატურა
შამილაძე, 1969:138, 140; ნიჟარაძე, 1971:148.