გონია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გონიე“ გადაიტანა გვერდზე „გონია“ გადამისამართებაზე)
ხაზი 15: ხაზი 15:
 
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]]
 
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]]
 
[[კატეგორია:ხელსაწყოები]]
 
[[კატეგორია:ხელსაწყოები]]
 +
[[კატეგორია:საზომი ხელსაწყოები]]

01:00, 3 მარტი 2021-ის ვერსია

გონია

გონია − კუთხის სისწორის საზომი, ხის ზედაპირზე კუთხეების გამოსაყვანი ხელსაწყო, ერთგვარი შაბლონი, რომლის მეშვეობითაც ხისა და ქვითხუროობაში მართი კუთხე გამოჰყავდათ.

აჭარაში ხისა და რკინის, ასევე, სხვადასხვა ფორმისა და სახის გონიო გვხვდებოდა. დანიშნულების მიხედვით იგი, ძირითადად, ორი სახის იყო:
1) მართი კუთხის სტანდარტული საზომი – გონიო, რაც საყოველთაოდ იყო გავრცელებული; 2) გვხვდებოდა სხვადასხვა დახრილობის მქონე კუთხის გონიო.
ეს ბოლო ვარიანტი შეერთების ადგილზე მოძრავი იყო და დამჭერიც ჰქონდა. დამჭერს მოუშვებდნენ, სასურველი კუთხის ზომაზე გააჩერებდნენ და ისევ მოუჭერდნენ, შემდგომ სამუშაო ზედაპირზე მისაღებ კუთხეს მოხაზავდნენ. გვხვდებოდა აგრეთვე არა მოძრავი, არამედ შაბლონის სახის ბლაგვი და მახვილი კუთხეების საზომი გონიოები, რაც ოსტატის მიერ მისი ყოველდღიური საჭიროების მიხედვით მზადდებოდა. ამგვარი გონიოები ბოლო დრომდე ვერ შემოინახა.


ლიტერატურა

აჭარული დიალექტის... 2010:32.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები