მთის წყალნაწყენი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:MTsi wyalnawyena.jpg|thumb|250პქ|მთის წყალნაწყენი]] | [[ფაილი:MTsi wyalnawyena.jpg|thumb|250პქ|მთის წყალნაწყენი]] | ||
− | '''მთის წყალნაწყენი''' – (Epilobium montanum L.); ოჯახი: წყალნაწყენისებრნი (Onagraceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო სწორად მდგომია ან წამოწეული, 1 მ-მდე სიმაღლის, მარტივი ან | + | '''მთის წყალნაწყენი''' – (Epilobium montanum L.); ოჯახი: წყალნაწყენისებრნი (Onagraceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო სწორად მდგომია ან წამოწეული, 1 მ-მდე სიმაღლის, მარტივი ან დატოტვილი თხლად შეფოთლილი, ხუჭუჭა ბეწვებით შემოსილი. ქვედა ფოთლები მოგრძო კვერცხისებურია, კიდედაკბილული. შუა ფოთლები კვერცხისებურია ან ელიფსური, მოკლეყუნწიანი. გვირგვინის ფურცლები მკრთალი წითელია, მახვილი ამონაკვეთებით. ყვ. ნაყ. V-IX. მცენარე გავრცელებულია ტყეებსა და ტყისპირა ადგილებში, მთის შუა სარტყლამდე. [[კახეთი|კახეთში]] მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ თეთრწყლების მიდამოებში, [[მდინარე]] სტორის ხეობაში. ცნობილია თითქმის მთელ [[საქართველო|საქართველოში]]. |
14:55, 26 ივლისი 2022-ის ვერსია
მთის წყალნაწყენი – (Epilobium montanum L.); ოჯახი: წყალნაწყენისებრნი (Onagraceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო სწორად მდგომია ან წამოწეული, 1 მ-მდე სიმაღლის, მარტივი ან დატოტვილი თხლად შეფოთლილი, ხუჭუჭა ბეწვებით შემოსილი. ქვედა ფოთლები მოგრძო კვერცხისებურია, კიდედაკბილული. შუა ფოთლები კვერცხისებურია ან ელიფსური, მოკლეყუნწიანი. გვირგვინის ფურცლები მკრთალი წითელია, მახვილი ამონაკვეთებით. ყვ. ნაყ. V-IX. მცენარე გავრცელებულია ტყეებსა და ტყისპირა ადგილებში, მთის შუა სარტყლამდე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ თეთრწყლების მიდამოებში, მდინარე სტორის ხეობაში. ცნობილია თითქმის მთელ საქართველოში.