ალვის ხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Alvis xe.jpg|thumb|200px|'''ალვის ხე.''' <br />ანანური, დასავლეთის ფასადი (XVIII ს.).]]
 
[[ფაილი:Alvis xe.jpg|thumb|200px|'''ალვის ხე.''' <br />ანანური, დასავლეთის ფასადი (XVIII ს.).]]
'''ალვის ხე''' - თქმულების მიხედვით, ალვა იყო სიცოცხლის ხე, მშვენიერი და სურნელოვანი, რომელიც [[სამოთხე|სამოთხეში]] იდგა და რომლის ნაყოფის გემება [[ადამი|ადამმა]] ვერ მოასწრო. „ვით ალვა [[ედემი|ედემს]] რგულია“, – ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანში“. ალვის ხეს იმ სასწაულებრივი წმიდა ხის მიმსგავსებით შეერქვა ეს სახელი.
+
'''ალვის ხე''' - (ლათ. Pōpulus), ტირიფისებრთა ოჯახის ფოთოლმცვივანი მცენარე. სიმაღლეში იზრდება 40 მ-მდე, აქვს ვიწრო პირამიდული ქერქი. ყინვაგამძლე და სწრაფმზარდია. გაღიავებული დრეკადი ვარჯი ქარს ადვილად ატარებს და ირწევა. ალვის ხის სამშობლოა [[ავღანეთი]] და შუა აზია. კულტივირებულია [[კავკასია]]ში. კარგი [[ხეივანი (გზა)|სახეივნო]] ჯიშია. შესანიშნავია ქარსაფარი ზონების გასაშენებლად. 15-20 წლისა უკვე საშენ მასალას იძლევა. მის მსუბუქ გამძლე მერქანს ქაღალდის წარმოებაში იყენებენ.
 +
 
 +
===თქმულება===
 +
თქმულების მიხედვით, ალვა იყო სიცოცხლის ხე, მშვენიერი და სურნელოვანი, რომელიც [[სამოთხე|სამოთხეში]] იდგა და რომლის ნაყოფის გემება [[ადამი|ადამმა]] ვერ მოასწრო. „ვით ალვა [[ედემი|ედემს]] რგულია“, – ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანში“. ალვის ხეს იმ სასწაულებრივი წმიდა ხის მიმსგავსებით შეერქვა ეს სახელი.
  
 
ერთი ლექსის თანახმად ალვის ხე წვერში [[ყურძენი|ყურძენს]] ისხამს, რომლის გემება ყოველგვარი უბედურებისგან იცავს ადამიანს. აი, ეს ლექსიც, რომელიც მრავალი ვარიანტით არის გავრცელებული აღმოსავლეთ [[საქართველო|საქართველოს]] მთიანეთის თემებში:
 
ერთი ლექსის თანახმად ალვის ხე წვერში [[ყურძენი|ყურძენს]] ისხამს, რომლის გემება ყოველგვარი უბედურებისგან იცავს ადამიანს. აი, ეს ლექსიც, რომელიც მრავალი ვარიანტით არის გავრცელებული აღმოსავლეთ [[საქართველო|საქართველოს]] მთიანეთის თემებში:
ხაზი 18: ხაზი 21:
  
 
== წყარო ==
 
== წყარო ==
[[მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის]]  
+
* [[მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის]]  
 
+
* [[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:ქართული თქმულებები]]
 
[[კატეგორია:ქართული თქმულებები]]
 
[[კატეგორია:ხე მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ხე მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ტირიფისებრნი]]
 
[[კატეგორია:ტირიფისებრნი]]

16:06, 13 იანვარი 2022-ის ვერსია

ალვის ხე.
ანანური, დასავლეთის ფასადი (XVIII ს.).

ალვის ხე - (ლათ. Pōpulus), ტირიფისებრთა ოჯახის ფოთოლმცვივანი მცენარე. სიმაღლეში იზრდება 40 მ-მდე, აქვს ვიწრო პირამიდული ქერქი. ყინვაგამძლე და სწრაფმზარდია. გაღიავებული დრეკადი ვარჯი ქარს ადვილად ატარებს და ირწევა. ალვის ხის სამშობლოა ავღანეთი და შუა აზია. კულტივირებულია კავკასიაში. კარგი სახეივნო ჯიშია. შესანიშნავია ქარსაფარი ზონების გასაშენებლად. 15-20 წლისა უკვე საშენ მასალას იძლევა. მის მსუბუქ გამძლე მერქანს ქაღალდის წარმოებაში იყენებენ.

თქმულება

თქმულების მიხედვით, ალვა იყო სიცოცხლის ხე, მშვენიერი და სურნელოვანი, რომელიც სამოთხეში იდგა და რომლის ნაყოფის გემება ადამმა ვერ მოასწრო. „ვით ალვა ედემს რგულია“, – ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანში“. ალვის ხეს იმ სასწაულებრივი წმიდა ხის მიმსგავსებით შეერქვა ეს სახელი.

ერთი ლექსის თანახმად ალვის ხე წვერში ყურძენს ისხამს, რომლის გემება ყოველგვარი უბედურებისგან იცავს ადამიანს. აი, ეს ლექსიც, რომელიც მრავალი ვარიანტით არის გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის თემებში:

„ჩვენი ბატონის კარზედა
ხე ალვად ამოსულაო,
წვერზე მოუსხამს ყურძენი,
საჭმელად ჩამოსულაო.
მისი უჭმელი ქალ-ვაჟი
უდროოდ დაშაულაო“.

ამ ლექსში მითოლოგიურად არის გადმოცემული ქრისტიანული რელიგიის მთავარი საიდუმლო – ზიარება. ჩვენი ბატონი უფალი იესო ქრისტეა, მისი კარი – მისი ეკლესია, ალვად ამოსული ხე – საღვთო ლიტურგია, ყურძენიქრისტეს სისხლი, მისი უჭმელი ანუ უზიარებელი ქალ-ვაჟი კი – ევა და ადამი, რომელთაც ვერ მოასწრეს სიცოცხლის ხის ნაყოფის გემება და დაკარგეს უკვდავება, მარადიული სიცოცხლე.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები