ქერის ბუგრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ქერის ბუგრი“ გადაიტანა გვერდზე „ხორბლის რუსული ბუგრი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ხორბლის რუსული ბუგრი“ გადაიტანა გვერდზე „ქერის ბუგრი“ გადამი...)

11:23, 30 აგვისტო 2019-ის ვერსია

ქერის ბუგრი

ქერის (ხორბლის რუსული) ბუგრი - მარცვლოვანთა კულტურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მავნებელია. ის ახალგაზრდა მცენარეებს წუწნით აზიანებს და ძლიერი გამრავლების პერიოდში მთლიანად ახმობს მას. მწერი ფარულად ცხოვრობს, წუწნის ფოთლის ფუძესთან, რის შედეგადაც ფოთოლი სიგრძივ იგრიხება. ძირითადად აზიანებს ხორბალს, ქერს. წელიწადში იძლევა 15-მდე თაობას. მეტი ზიანი მოაქვს გვალვიან წლებში. იზამთრებს კვერცხის სახით სარეველებზე, საშემოდგომო ჯეჯილზე, ველურ მარცვლოვნებზე, ძირნაყარზე.

ბრძოლის ღონისძიებები

თესლბრუნვა, სასუქების დროული შეტანა, ნიადაგის დამუშავება მოსავლის აღების შემდეგ.





წყარო ხორბლის მავნებლები დაავადებები, სარეველები და მათ წინააღმდეგ ბრძოლა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები