ნაკადულის კალმახი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 26: ხაზი 26:
  
 
[[კატეგორია: კალმახის სახეობები]]
 
[[კატეგორია: კალმახის სახეობები]]
 +
[[კატეგორია: კალმახი]]

16:43, 21 აგვისტო 2019-ის ვერსია

ნაკადულის კალმახი - (Salmo trutta m. fario) ზრდასრული თევზის ტიპიური ზომა ბუნებაში -1-2 კგ; მაქსიმალური სიგრძე და წონა - 100 სმ, 20 კგ; მაქსიმალური ასაკი - 12 წელი; წყლის ტემპერატურა გამოზრდისათვის - 2-160C.

ნაკადულის კალმახი საქართველოში ერთ-ერთი პოპულარული სახეობაა და თითქმის ყველა მდინარის ზემო დინებაში ბინადრობს. ნაკადულის კალმახს სხეულზე წითელი ხალები აქვს. მდინარეებში მისი რაოდენობის საგრძნობლად კლების გამო, ნაკადულის კალმახი საქართველოს წითელ ნუსხაშია („საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების წითელი ნუსხა“) როგორც მოწყვლადი (VU) სახეობა.

ნაკადულის კალმახის პოპულაცია, მაგალითად, აჭარის მდინარეებში, ბოლო 20 წლის განმავლობაში დაახლოებით 3-ჯერ შემცირდა (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ანგარიში -2010 წ.) კლება განსაკუთრებით მდინარეთა იმ მონაკვეთებზე შეინიშნება, რომლებიც ზღვის დონიდან 600 მეტრ სიმაღლემდეა განლაგებული.

ნაკადულის კალმახის ქვესახეობებია ზღვის კალმახი (კუმჟა - Salmo trutta m. Trutta) და ტბის კალმახი (Salmo trutta m. Lacustris).

ზღვის კალმახი

ზღვის კალმახი (კუმჟა), რომლის მაქსიმალური სიგრძე და წონა - 140 სმ TL, 50 კგ, ხოლო მაქსიმალური ასაკი - 38 წელია, ზღვის ბინადარი კალმახია. ის გარეგნული მსგავსების გამო, ხშირად ერევათ ახალგაზრდა ორაგულში. ზღვის კალმახიც, ორაგულის მსგავსად, გასამრავლებლად მდინარეებში შედის (ძირითადად, მარტიდან ივლისამდე პერიოდში). აქედან მოდის მითი იმის შესახებ, რომ თურმე, ნაკადულის კალმახი ზღვაში გასვლის შემდეგ ორაგულად გარდაიქმნება, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ეს ორი, სხვადასხვა სახეობაა, რომლებიც საწყის ეტაპზე გარეგნულად და გამრავლების თვისებითაც ერთმანეთს გვანან. აღსანიშნავია, რომ ზრდასრული ორაგული ბევრად დიდი ზომისაა, ვიდრე ზრდასრული კალმახი.

ორაგულისა და კალმახის ახაგაზრდა თაობა მდინარეებში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთად თანაცხოვრობენ. ხოლო შემდეგ (მეორე წელს) კალმახები მდინარეშიც რჩებიან (უმთავრესად, მამრობითი სქესის ინდივიდები) და ზღვაშიც გადიან (კალმახის მდედრობითი სქესის ინდივიდები (80-90%), ორაგულები კი, ძირითადად, ზღვას უბრუნდებიან (საქართველოში ეს სახეობა ცნობილია, როგორც შავი ზღვის ორაგული).

ზღვის კალმახი, მდინარის კალმახთან შედარებით, გამოირჩევა სწრაფი ზრდით, მაღალი ნაყოფიერებით, სხეულის ფორმით, შეფერილობით, რაც ზღვის თავისებური პირობების გავლენით არის გამოწვეული.

ტბის კალმახი

ტბის კალმახის მაქსიმალური სიგრძე და წონა -140 სმ Sl, 50 კგ, ხოლო მაქსიმალური ასაკი -7 წელია. საქართველოში მისი ბინადრობის შესახებ ინფორმაცია 1896 წელს რუსმა მეცნიერმა ფ.ფ. კავრაისკიმ გამოაქვეყნა, რომელმაც ტაბაწყურში მობინადრე კალმახი ცალკე ფორმის სახით აღწერა და რუსეთის იმპერატორის პატივსაცემად „Salmo lacustris var Romanov” uwoda. 2015 წელს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა ჯავახეთის რეგიონში ტბის კალმახი აღმოაჩინეს. მისი მოპოვების შესახებ ინფორმაცია საქართველოში ბოლო 20-25 წლის მანძილზე არ დაფიქსირებულა. შესაბამისად,ე.წ. „რომანოვის კალმახი“ გადაშენებულად ითვლებოდა.



წყარო

ცისარტყელა კალმახი (წარმოების ტექნოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები