ბაბლუარა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
[[კახეთის რეგიონის მცენარეები]] | [[კახეთის რეგიონის მცენარეები]] | ||
− | + | ||
[[კატეგორია:ნაღველასებრნი]] | [[კატეგორია:ნაღველასებრნი]] | ||
− | [[კატეგორია:მრავალწლიანი | + | [[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]] |
[[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]] | [[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]] |
14:51, 30 სექტემბერი 2019-ის ვერსია
ბაბლუარა – (Swertia iberica Fisch. Ex Boiss.); ოჯახი: ნაღველასებრნი (Gentianaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო სწორად მდგომია, მარტივი. იშვიათად – ზედა ნაწილში ოდნავ დატოტვილი. მცენარის სიმაღლე 20-80 სმ-ია. ფესვთანური და ქვედა ფოთლები ფართო-ელიფსურია ან მოგრძო-კვერცხისებური. ღეროსეული ფოთლები მოკლეყუნწიანია, რიგ-რიგად განწყობილი, ლანცეტა ფორმის. ყვავილედი საგველასებურია. გვირგვინი მოთეთრო ყვითელია ან მკრთალი ცისფერი. ჩვეულებრივ, მუქი წინწკლებით მოფენილი. ყვ. ნაყ. VI-VIII. მაღალმთის მცენარეა, იზრდება მდინარეთა გაყოლებებზე, ტენიან მდელოებსა და ტყის პირას, მისი ნახვა შესაძლებელია თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე, სოფელ დართლოსკენ მიმავალ გზაზე. გავრცელებულია მთელ მაღალმთიან საქართველოში.