კუტი ბალახი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
[[კატეგორია:მცენარეები]] | [[კატეგორია:მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:ტუჩოსნები]] | [[კატეგორია:ტუჩოსნები]] | ||
− | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]] |
+ | [[კატეგორია:მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეები]] |
16:10, 24 მაისი 2019-ის ვერსია
კუტი ბალახი – (Teocrium polium L.); ოჯახი: ტუჩოსნები (Lamiaceae). 5-30 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო წამოწეულია, დატოტვილი, თეთრქეჩისებური შებუსვით. ფოთლები მოგრძოა ან უკულანცეტა, კიდეზე მრგვალკბილა ან ქვედა ნაწილში კიდემთლიანი; ფოთლის ფირფიტა ორივე მხარეზე ქეჩისებური შებუსვითაა, ზემოდან მწვანე ან მოთეთრო, ქვემოდან – მოთეთრო. ყვავილედი თავაკისებურია, მომრგვალო ან კვერცხისებური, ყვავილები მჯდომარეა. ყვ. ნაყ. VI-VIII. იზრდება მშრალ, ქვიან ფერდობებზე, კლდეებზე. ნაშალებზე, ველებში, ბუჩქნარებში, ფრიგანოიდურ მცენარეულობაში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. გავრცელებულია მთელ საქართველოში.