რუსული ავანგარდიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
ხაზი 20: ხაზი 20:
 
[[კატეგორია:მიმდინარეობა ხელოვნებაში]]
 
[[კატეგორია:მიმდინარეობა ხელოვნებაში]]
 
[[კატეგორია:რუსული ავანგარდი]]
 
[[კატეგორია:რუსული ავანგარდი]]
 +
[[კატეგორია:ხელოვნება]]

12:17, 20 მაისი 2019-ის ვერსია

ნატალია გონჩაროვა. ელექტროგანათება, 1913; ტილო, ზეთი, 105.5.X81.3.სმ. ახალი ხელოვნების ეროვნული მუზეუმი, ჟორჟ პომპიდუს ხელოვნებისა და კულტურის ეროვნული ცენტრი

რუსული ავანგარდიზმი–1900 წლისთვის, კოსმოპოლიტური ქალაქების - სანქტ-პეტერბურგისა და მოგვიანებით, მოსკოვის მკვიდრმა რუსმა ხელოვანებმა და კოლექციონერებმა სულ უფრო მეტად დაიწყეს ავანგარდულ ხელოვნების გათავისება და მის უკეთ გასაცნობად პარიზს გაემგზავრნენ. მათთვის მიმზიდველი იყო ფუტურისტული ტენდენციები, რომლებიც ტექნოლოგიურ მიღწევებსა და სისწრაფის ესთეტიკას განადიდებდა. რუსი ფუტურისტები აცხადებდნენ, რომ მათი მიმდინარეობა (ის კუბო-ფუტურიზმის სახელითაცაა ცნობილი) იტალიური ფუტურიზმისგან დამოუკიდებლად წარმოიშვა. 1912 წლიდან მათი შემოქმედება სულ უფრო მეტად და მეტად მიიწევდა აბსტრაქციისკენ.

სარჩევი

ნატალია გონჩაროვა

ნატალია გონჩაროვას (Natalia Goncharova, 1881-1962) 1913 წლის ნამუშევარში ელექტროგანათება, ნაჩვენებია ახალი ელექტრონული ნათურის კაშკაშა, ხელოვნური სინათლე, რომელიც ისევე ანაწევრებს და ალღობს მის გარშემო არსებულ ფორმებს, როგორც ანალიტიკური კუბიზმის სიმძლავრე. გონჩაროვამ გააფორმა სერგეი დიაგილევის რუსული საბალეტო დადგმები, მათ შორის: Le Coq d’or (ოქროს მამლაყინწა, 1914); Une nuit sur le mont Chauve (ღამე მელოტ მთაზე, 1923) და სტრავინსკის კვლავ აღდგენილი L’oiseau de feu (ფასკუნჯი, 1923). მათთვის შექმნილ კოსტიუმებსა და დეკორაციებში, მხატვარი რუსული ფოლკლორისა და თანამედროვე აბსტრაქციის ნაზავს მიმართავდა.

კაზიმირ მალევიჩი. სუპრემატისტული ფერწერა (რვა წითელი სწორკუთხედი), 1915; ტილო, ზეთი. ამსტერდამის მუნიციპალური მუზეუმი

კაზიმირ მალევიჩი

1915 წლიდან მოსკოვური ავანგარდის წინამძღოლად კაზიმირ მალევიჩი (Kazimir Malevich, 1878-1935) მოგვევლინა. მისი გვიანი მოგონებების თანახმად, „1913 წელს, ჩემს სასოწარკვეთილ მცდელობაში გამეთავისუფლებინა ხელოვნება ობიექტის სიმძიმისგან, თავი შევაფარე კვადრატულ ფორმას და გამოვფინე ნამუშევარი, რომელიც მხოლოდ თეთრ ფონზე გამოსახული შავი კვადრატისგან შედგებოდა. "შავი კვადრატი" ერთ-ერთ ფონურ დეკორაციად იქნა გამოიყენებული მიხაილ მატიუშინის რუსულ ფუტურისტულ საოპერო დადგმაში "მზის დამარცხება". კაზიმირ მალევიჩმა 39 ნამუშევარი გამოფინა სანქტ-პეტერბურგში, 1915-16 წლების ზამთარში მოწყობილ გამოფენაზე „მხატვრობის ბოლო ფუტურისტული გამოფენა: "0.10". ნამუშევრები უპირატესად, ბრტყელი, გეომეტრიული ფორმების კოლაჟს წარმოადგენდა. ამ ახალ სტილს კ. მალევიჩმა სუპრემატიზმი უწოდა, რაც მისი განმარტებით, „შემოქმედებაში სუფთა გრძნობების აღმატებულება“-ს ნიშნავდა. ამ ნამუშევართაგან ერთ-ერთია სუპრემატისტული ფერწერა (რვა წითელი სწორკუთხედი), რომელშიც თეთრ ფონზე, დიაგონალურად მოთავსებული რვა წითელი სწორკუთხედია გამოსახული. ეს ნამუშევარი სუფთა აბსტრაქციაა.

ვლადიმირ ტატლინი. კუთხის კონტრ-რელიეფი, 1915; შერეული მედია. დღევანდელი ადგილმდებარეობა უცნობია

ვლადიმირ ტატლინი

იმავე ხანებში, ვლადიმირ ტატლინმა (Vladimir Tatlin, 1885-1953) სუფთა აბსტრაქტული ქანდაკებების კონსტრუირება დაიწყო. მანამ ნამუშევრებს კუთხის კონტრ-რელიეფები უწოდა. ტატლინი მათ ისეთი იაფი, არასახელოვნებო მასალებისგან ქმნიდა როგორიცაა: ლითონი, შუშა, ხე, თაბაშირი და მავთული. მართალია, ტრადიციული მასალის, თავისუფლად მდგომი ქანდაკების კონცეფციისგან ტატლინის დაშორება შესაძლოა, პიკასოს სტუდიაში სტუმრობითაც ყოფილიყო შთაგონებული, მაგრამ მან შექმნა ქანდაკების ახალი ფორმალური და კონცეფტუალური ენა, რომელშიც აქტიურად გამოიყენებოდა ღია და დახურული სივრცეები და უარყოფილი იყო ქანდაკების დამოკიდებულება მასასა და მონუმენტურობაზე. მისი მყიფე, ფიზიკურად არამდგრადი ობიექტები ოთახების კუთხეებში დასაკიდებლად იყო განკუთვნილი. ანუ ფორმალურად, ტატლინის ნამუშევრები რელიგიური ხატების ადგილს იკავებდა. არსობრივად, კონტრ-რელიეფი ტატლინმა რუსული მართლმადიდებლური ხატის თანამედროვე, აბსტრაქტულ ალტერნატივად შექმნა კიდეც.

წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები