სინდრომი დამოკიდებულების
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
ხაზი 19: | ხაზი 19: | ||
[[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]] | [[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]] | ||
[[კატეგორია:სამედიცინო ტერმინები]] | [[კატეგორია:სამედიცინო ტერმინები]] | ||
− |
14:30, 3 აგვისტო 2018-ის ვერსია
სინდრომი დამოკიდებულების - (F1x.2), (dependence syndrome), ფსიქოაქტიური საშუალების არაერთგზის მიღების შედეგად გაჩენილი ქცევითი, კოგნიტიური და ფსიქოლოგიური ფენომენების ჯგუფი.
ჩვეულებრივ, ამ ჯგუფში გაერთიანებულია:
- ნივთიერების განმეორებით მიღების დიდი სურვილი;
- მის მიღებაზე კონტროლის დაწესების სიძნელე;
- მავნე შედეგების მიუხედავად, მისი ჯიუტად მიღება;
- სხვა საქმიანობასთან და მოვალეობებთან შედარებით ნივთიერების მიღებისათვის უფრო დიდი მნიშვნელობის მინიჭება;
- მზარდი ტოლერანტობა;
- ხანდახან – აღკვეთის ფიზიკური მდგომარეობა.
დამოკიდებულების სინდრომი შეიძლება განვითარდეს ცალკეული ნივთიერებების მიმართ (მაგ.: თამბაქოს, ალკოჰოლის ან დიაზეპამის), აგრეთვე ნივთიერებათა კლასის მიმართ (მაგ., ოპიოიდების) და სხვადასხვა ფარმაკოლოგიური მოქმედების მქონე ფსიქოაქტიური საშუალებების ფართო სპექტრის მიმართ.
იხილე აგრეთვე
აშლილობა გამოწვეული ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით