მამზვარა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
22:19, 8 მაისი 2024-ის ვერსია
მამზვარა, (მამწვარა, მამზარა) – სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, კარწახის ტბის ჩრდილოეთით, მდინარე ფარავნის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1800-1840 მ სიმაღლეზე, ქ. ნინოწმინდიდან 13 კმ მანძილზე. მოსახლეობის რიცხოვნობა – 782, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – სომეხი (2002).
შემორჩენილია ეკლესიის ნანგრევები (ჟამინ ტელი). სოფლის სიახლოვეს სურფ სარქისია, ადრე აქ იდგა ქართული ეკლესია.