ბუსუსტანა
(→წყარო) |
|||
ხაზი 17: | ხაზი 17: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
− | * | + | * [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]].[[https://catalog.nplg.gov.ge/record=b4616241~S1*geo]]* |
[[კატეგორია: საქართველოს ფლორა]] | [[კატეგორია: საქართველოს ფლორა]] | ||
[[კატეგორია: სამკურნალო მცენარეები]] | [[კატეგორია: სამკურნალო მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:რთულყვავილოვანები]] | [[კატეგორია:რთულყვავილოვანები]] | ||
[[კატეგორია:ევკარიოტები]] | [[კატეგორია:ევკარიოტები]] |
11:03, 3 ნოემბერი 2023-ის ვერსია
Antennaria caucasica boriss. (A. dioica (L.) Gaertn.) — ბუსუსტანა.
მრავალწლოვანი ბალახოვანი, ორსახლიანი, 5-25 სმ-მდე სიმაღლის, ქეჩისებრ შებუსული მცენარეა, ფესვთანური ფოთლები ნიჩბისებრ უკუკვერცხისებრია, ღეროსეული – ხაზურა, ქვედა ნაწილით ღეროზეა მიტკეცილი. ყვავილები – კალათაა, შეკრებილია მცირერიცხოვან კენწრულ ფარისებრ ყვავილედებად. კალათები მდედრობითი ყვავილებით მოგრძოა, ჩვეულებრივ ვარდისფერი; მამრობითი კალათები სფერულია, თეთრი ფერის. ნაყოფი – ცილინდრული, მოგრძო თესლურაა (1 მმ სიგრძის) ქოჩრით. წარმოქმნის ხალიჩებს. ყვ. V¬VII; ნაყ.VI¬VIII.
მთელ საქართველოშია გავრცელებული. იზრდება მშრალ ფერდობებზე მთის ზედა სარტყელში. სამკურნალოდ გამოიყენება ყვავილები — კალათები და მთელი მიწისზედა ნაწილი – ბალახი, გროვდება ყვავილობისას. კალათები შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ფისებს, ფიტოსტერინს, საპონინებს, ვიტამინ K.
ხასიათდება ნაღველმდენი, სედატური, დამამშვიდებელი, სისხლდენისშემაჩერებელი მოქმედებით.
ხალხურ მედიცინაში ბალახის ნაყენს იყენებენ ჰემოროიდალური, ნაწლავური, ჭარბი მენსტრუაციის, მშობიარობის შემდგომი სისხლდენების დროს; აგრეთვე სიმსივნეების, თეთრად შლის, თიაქარის, საშვილოსნოს გამრუდების შემთხვევაში.
ყვავილების ნაყენს ხმარობენ ჰიპერტონიის, ღვიძლის დაავადებების, სიყვითლის სამკურნალოდ, შენიშნულია მისი დამამშვიდებელი მოქმედება ნერვული აშლილობისა და უძილობისას. დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მთლიანად; კურნავს ქალურ დაავადებებს (უხვი და მტკივნეული მენსტრუაცია, მენსტრუალური ციკლის დარღვევა), ბუასილით გამოწვეულ სისხლდენებს, ტუბერკოლოზს – სისხლიანი ნახველით. სასიკეთოდ მოქმედებს მხედველობაზე, აშორებს კატარაქტასა და გლაუკომას.
ყვავილების ნაყენი გამოიყენება ბავშვებში დიათეზის, ეგზემის მკურნალობისას, ხოლო ფხვნილს აფრქვევენ ჭრილობებს. იგივე დანიშნულებით გამოიყენებოდა ტიბეტურ მედიცინაში.
უკუმაჩვენებელია ფეხმძიმობის დროს; აღინიშნება ინდივიდუალური შეუთავსებლობაც.