წესი და განგებაი მეფეთ კურთხევისაი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Masatiani გვერდი „მეფის კურთხევის წესი“ გადაიტანა გვერდზე „[[წესი და განგებაჲ მეფეთ ...) |
მ (მომხმარებელმა Masatiani გვერდი „წესი და განგებაჲ მეფეთ კურთხევისაჲ“ გადაიტანა გვერდზე „[[წესი და გ...) |
მიმდინარე ცვლილება 16:41, 24 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით
„წესი და განგებაჲ მეფეთ კურთხევისაჲ" – (XIII ს. 40-იანი წლები), ქართული სამართლის ძეგლი. დაწვრილებით გადმოგვცემს მეფის კურთხევის ცერემონიალს, შეიცავს საყურადღებო ცნობებს სამეფო ხელისუფლების, მოხელეთა აპარატისა და სახელმწიფო დარბაზობის შესასწავლად. ს. კაკაბაძე ვარაუდობდა - შესაძლოა ეს ძეგლი ლაშა–გიორგის მეფედ კურთხევისთვის საგანგებოდაც შეადგინესო. ნ. ბერძენიშვილის აზრით, ძეგლი რუსუდანის გამეფების მომდევნო ხანას უნდა ეკუთვნოდეს.
[რედაქტირება] ტექსტი და ლიტერატურა:
ი. ჯავახიშვილი, ქართული სამართლის ისტორია, I, 1928.