სახე (მათემატიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „სახე (მათემატიკა)“ გადაიტანა გვერდზე „პირველსახე (მათემატიკა)“)
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „პირველსახე (მათემატიკა)“ გადაიტანა გვერდზე „სახე (მათემატიკა)“ გ...)
 

მიმდინარე ცვლილება 16:08, 29 სექტემბერი 2023 მდგომარეობით

სახე, პირველსახეასახვის შედეგი.

ელემენტის სახე: Y სიმრავლის y ელემენტი, რომელშიც φ:X→Y ასახვისას აისახება X სიმრავლის x ელემენტი.

პირველსახე: X სიმრავლის ნებისმიერი x ელემენტი, რომლის სახეს φ:X→Y ასახვისას წარმოადგენს Y სიმრავლის მოცემული y ელემენტი.

ცნება პირველად შემოიღო დედეკინდმა 1887 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში, თუმცა მისი ძირითადი შედეგები მიეკუთვნება 1872-1878 წლებს. ამ შრომამდე გვხვდება ერთი ზედაპირის მეორეში გარდაქმნები, გეგმილები. დედეკინდმა შემოიღო ერთი სიმრავლის (Sistem) მეორეში ასახვის (Abbildung) ცნება, მათი ბუნების შენიშვნის გარეშე. აქვე შემოაქვს ამჟამად ჩვეული ტერმინოლოგია: „სახე“ (das Bild), „s ელემენტს ეთანადება...“, „ასახვით s გადადის ...- ში,“ „იგივური გარდაქმნა“ (identische Abbildung), „სიმრავლის ასახვა თავის თავში“ (in sich selbst) და აღნიშვნები: s ელემენტის და T სიმრავლის სახეებს აღნიშნავს შტრიხებით(s', T').

[რედაქტირება] წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები