ჟამთააღმწერელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 7: ხაზი 7:
 
==ლიტერატურა==
 
==ლიტერატურა==
 
* [[ჯავახიშვილი ივანე|ი. ჯავახიშვილი]], ძველი ქართული საისტორიო მწერლობა, 1945, გვ. 246-263.
 
* [[ჯავახიშვილი ივანე|ი. ჯავახიშვილი]], ძველი ქართული საისტორიო მწერლობა, 1945, გვ. 246-263.
 
  
 
==წყარო==
 
==წყარო==

11:57, 29 სექტემბერი 2023-ის ვერსია

ჟამთააღმწერელი — (XIV ს.), მემატიანე, „ქართლის ცხოვრების“ ერთ-ერთი ნაწილის ავტორი. ვარაუდობენ, რომ გიორგი ბრწყინვალეს თანამედროვე მოღვაწე უნდა ყოფილიყო. მოთხრობილი აქვს საქართველოს ისტორია ლაშა-გიორგის მეფობიდან გიორგი ბრწყინვალის ხანამდე. ნაწარმოები „ქართლის ცხოვრებაში“ შემავალ თხზულებათა მორის ერთ-ერთი საუკეთესოა. გვაწვდის მონღოლთა ბატონობის პერიოდის ამსახველ მრავალ ცნობას, გამოირჩევა სიზუსტით, წყაროებისადმი კრიტიკული მიდგომით, ეპოქათა ანალიზით. „ჟამთააღმწერლობა ჭეშმარიტების მეტყველება არს,“ — აღნიშნავს მემატიანე და თვით მეფე-დიდებულთა მხილებასაც არ ერიდება. ქვეყნის დაკნინების მიზეზად ქართველთა სამ მანკიერებას მიიჩნევს: „გემოთმოყვარება, ვერცხლის-მოყვარება და დიდების მოყვარება“. ავტორი ემყარება მრავალ ისტორიულ წყაროს. ამასთან, მისი თხზულება, საისტორიო მნიშვნელობასთან ერთად, დახვეწილი თხრობისა და მხატვრული ხედვის ჩინებული ნიმუშია.


ტექსტი

  • ქართლის ცხოვრება, II, 1959, გვ. 115-150

ლიტერატურა

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები