ათანელი ლადო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ათანელი ლადო“ გადაიტანა გვერდზე „ლადო ათანელი“)
(იხილეთ აგრეთვე)
ხაზი 20: ხაზი 20:
  
 
[[კატეგორია:ვოკალისტები]]
 
[[კატეგორია:ვოკალისტები]]
[[კატეგორია:საოპერო მომღერლები]]
 

16:23, 11 მაისი 2017-ის ვერსია

ათანელი ლადო

ლადო ათანელი - ნამდვილის სახელი ვლადიმერ ათანელიშვილი, (9. IX. 1964, დედოფლისწყარო), ქართველი მომღერალი (ბარიტონი), ფ. ვინიასის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი (1991, ბარსელონა, I პრემია და გრან პრი).

1989 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (ჯ. ლორთქიფანიძის კლასი). 1989-იდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი იყო. შეასრულა ჟერმონისა და მონტანოს (ვერდის „ტრავიატა“, „ოტელო“), ფიგაროს (როსინის „სევილიელი დალაქი“), მურმანის (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“) პარტიები (კონსულტანტი პროფესორი ნ. ანდღულაძე), რეპერტუარში აქვს აგრეთვე პ. ჩაიკოვსკის, ს. პროკოფიევის, ს. რახმანინოვის, ფ. შუბერტის, რ. შუმანის, ი. ბრამსის, მ. რაველისა და თანამედროვე ქართული კომპოზიტორთა კამერული ვოკალური ლირიკის ნიმუშები.

1993-იდან ცხოვრობს და წარმატებით მოღვაწეობს საზღვარგარეთ (გერმანია), გამოდის ათანელის ფსევდონიმით ევროპის ცნობილი საოპერო თეატრების სცენაზე.




წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")


იხილეთ აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები