აბადო კლაუდიო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „აბადო კლაუდიო“ გადაიტანა გვერდზე „კლაუდიო აბადო“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კლაუდიო აბადო“ გადაიტანა გვერდზე „აბადო კლაუდიო“ გადამისამარ...) |
13:39, 19 მაისი 2017-ის ვერსია
აბადო კლაუდიო - (იტ. Abbado Claudio 1933-2014) იტალიელი დირიჟორი და პიანისტი.
1969-იდან თეატრ „ლა სკალას“ დირიჟორი, შემდეგ კი სამხატვრო ხელმძღვანელი (1986-მდე). ერთდროულად – 1971-იდან ვენის ფილარმონიის, ხოლო 1979-იდან ლონდონის სამეფო ორკესტრის მთავარი დირიჟორი. 1986-იდან ვენის სახელმწიფო ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი. მას მიენიჭა I პრემია დ. მიტროპულოსის საერთაშორისო კონკურსზე (ნიუ-იორკი, 1963).
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")