ჩვეულებრივი ნეკერჩხალი
ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
− | კახეთის რეგიონის მცენარეები. | + | [[კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.]] |
[[კატეგორია:მცენარეები]] | [[კატეგორია:მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:ნეკერჩხლისებრნი]] | [[კატეგორია:ნეკერჩხლისებრნი]] |
12:09, 5 ოქტომბერი 2017-ის ვერსია
ჩვეულებრივი ნეკერჩხალი - (Acer campestre L.) ოჯახი ნეკერჩხლისებრნი. 15-20 მ. სიმაღლის ხეა. ფოთლები 3 ან 5 - ნაკვთიანია, 4-8 სმ. სიგრძისა და 4-10 სმ. სიგანის, ორივე მხარეს პრიალა. ზედა მხარეს უფრო მუქი, ფოთლის ნაკვთები ბლაგვია ან ოდნავ ბლაგვწვერიანი. ნაკვთები ზოგჯერ დანაკვთულია. ყვავილედი ზეზე მდგარი ფარისებური მტევანია, იშლება ფოთლების გამოტანის დროს ან ოდნავ გვიან. ნაყოფის ფრთები 2-3-5 სმ სიგრძისაა, ჰორიზონტალურად გადაშლილი და ბოლოსკენ ოდნავ აშვერილი. ეს სახეობა კახეთის რეგიონში ფართოდ არის გავრცელებული მუხრან, რცხილნარ და წაბლნარ ტყეებში, იშვიათია წიფლნაირებში. ნახვა შესაძლებელია, პრაქტიკულად ყველგან: გვხვდება მთელ საქართველოში ზემოთ დასახელებულ ჰაბიტატებში.
წყარო
[[კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.]]