კირქვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
ხაზი 10: ხაზი 10:
 
[[კატეგორია:მთის ქანები]]
 
[[კატეგორია:მთის ქანები]]
 
[[კატეგორია:დანალექი ქანები]]
 
[[კატეგორია:დანალექი ქანები]]
 +
[[კატეგორია:დაჯდომადი მთის ქანები]]
 
[[კატეგორია:სამშენებლო წიაღისეული]]
 
[[კატეგორია:სამშენებლო წიაღისეული]]

12:37, 29 ივლისი 2022-ის ვერსია

კირქვა

კირქვა – CaCO3, დანალექი მთის ქანი, რომელიც შედგება უმთავრესად კალციტისგან, იშვიათად – არაგონიტისგან, შეიძლება შეიცავდეს ტერიგენული ან აუტიგენური მინერალებისა და ქანების ნატეხებსაც. წარმოშობის მიხედვით განარჩევენ ბიოგენურ (ზოოგენურ, ფიტოგენურ), ქემოგენურ და შერეული წარმოშობის კირქვებს. გვხვდება ნამსხვრევი და მეტასომატური კირქვებიც. მეტამორფიზმის შედეგად კირქვა გადაიქცევა მარმარილოდ. კირქვა ჩვეულებრივ, ილექება ზღვებში, იშვიათად ლაგუნებშიც. იყენებენ მშენებლობაში, მეტალურგიაში, სოფლის მეურნეობაში. კირქვის სიმტკიცე იცვლება დიდ ფარგლებში (5-20 მპა), სიმკვრივე 800-2600 კგ/მ3. საქართველოში კირქვების საბადოებია: საჩხერეში, წითელწყაროში, ქუთაისის მახლობლად. კირქვის მეტამორფული ქანებია გნეისი, მარმარილო, კვარციტი. არსებობს კირქვის სახეები: ასფალტის, აფანიტური, გაკაჟიანებული, დეტრიტული, დოლომიტიანი, თიხოვანი, კაჟოვანი, კოშტოვანი, კრიპტოგენური, კრისტალური, ლაქებიანი, მასიური, მერგელოვანი, მიკრომარცვლოვანი, მკვრივი, ნაპრალოვანი, ნაღვენთური, ნიჟაროვანი, ოოლითური, ორგანოგენული, რიფული, საფლუსე, სტილოლიტური, ტრავერტინული, უთიხო, ფსევდოოლითური, ქვანახშირიანი, ქვიშოვანი, ქსენოგენური და სხვ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები