ბაზილიკა
ხაზი 2: | ხაზი 2: | ||
'''ბაზილიკა''' - (ეტიმ. ბერძ. (stoá) basiliké „სამეფო (პორტიკი. ბაზილიკა სპარსეთის სამეფო სასახლეთაგან მომდინარეობს: ის მეფის (baziléus-ის) სააუდენციო დარბაზს წარმოადგენდა. | '''ბაზილიკა''' - (ეტიმ. ბერძ. (stoá) basiliké „სამეფო (პორტიკი. ბაზილიკა სპარსეთის სამეფო სასახლეთაგან მომდინარეობს: ის მეფის (baziléus-ის) სააუდენციო დარბაზს წარმოადგენდა. | ||
− | ბაზილიკა | + | ბაზილიკა წაგრზელებული, სწორკუთხა უგუმბათო ტაძარია, რომლის ინტერიერში სვეტებით ან ბურჯებით სამი ან ხუთი პარალელური სივრცე იქმნება. |
− | ბაზილიკა, აგრეთვე, შეკრებათა და საქმიან გარიგებათა ცენტრადაც გამოიყენებოდა. ბაზილიკა ბუნებრივად მიესადაგა ქრისტიანულ [[კულტი|კულტს]], რასაც შენობის გეგმაში მხოლოდ მცირეოდენი ცვლილებების შეტანა მოჰყვა. | + | ბაზილიკა პრაქტიკულობის გამო გადაიღო რომაულმა სამყარომ, რადგანაც მის ერთ-ერთ ბოლოში მდებარე [[აფსიდა]] იდეალურ გარემოს წარმოადგენდა სასამართლო სხდომების ჩასატარებლად. ბაზილიკა, აგრეთვე, შეკრებათა და საქმიან გარიგებათა ცენტრადაც გამოიყენებოდა. ბაზილიკა ბუნებრივად მიესადაგა ქრისტიანულ [[კულტი|კულტს]], რასაც შენობის გეგმაში მხოლოდ მცირეოდენი ცვლილებების შეტანა მოჰყვა. |
დღეს ბაზილიკა ეწოდება ტაძარს, რომელსაც ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი ნიშან-თვისება ახასიათებს: | დღეს ბაზილიკა ეწოდება ტაძარს, რომელსაც ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი ნიშან-თვისება ახასიათებს: | ||
ხაზი 18: | ხაზი 18: | ||
* წმიდა პავლე გალავანს მიღმა. | * წმიდა პავლე გალავანს მიღმა. | ||
− | საქართველოში გვაქვს ერთ, ორ და სამნავიანი ბაზილიკები. ბაზილიკა გეგმაში მართკუთხედს წარმოადგენს. ზოგჯერ ერთნავიან ბაზილიკაში აერთიანებენ დარბაზული ტიპის ტაძარსაც. | + | [[საქართველო|საქართველოში]] გვაქვს ერთ, ორ და სამნავიანი ბაზილიკები. ბაზილიკა გეგმაში მართკუთხედს წარმოადგენს. ზოგჯერ ერთნავიან ბაზილიკაში აერთიანებენ დარბაზული ტიპის ტაძარსაც. |
16:15, 3 აპრილი 2017-ის ვერსია
ბაზილიკა - (ეტიმ. ბერძ. (stoá) basiliké „სამეფო (პორტიკი. ბაზილიკა სპარსეთის სამეფო სასახლეთაგან მომდინარეობს: ის მეფის (baziléus-ის) სააუდენციო დარბაზს წარმოადგენდა.
ბაზილიკა წაგრზელებული, სწორკუთხა უგუმბათო ტაძარია, რომლის ინტერიერში სვეტებით ან ბურჯებით სამი ან ხუთი პარალელური სივრცე იქმნება.
ბაზილიკა პრაქტიკულობის გამო გადაიღო რომაულმა სამყარომ, რადგანაც მის ერთ-ერთ ბოლოში მდებარე აფსიდა იდეალურ გარემოს წარმოადგენდა სასამართლო სხდომების ჩასატარებლად. ბაზილიკა, აგრეთვე, შეკრებათა და საქმიან გარიგებათა ცენტრადაც გამოიყენებოდა. ბაზილიკა ბუნებრივად მიესადაგა ქრისტიანულ კულტს, რასაც შენობის გეგმაში მხოლოდ მცირეოდენი ცვლილებების შეტანა მოჰყვა.
დღეს ბაზილიკა ეწოდება ტაძარს, რომელსაც ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი ნიშან-თვისება ახასიათებს:
- ა) ტაძარს აქვს სიგრძივი გეგმა და ერთმანეთისაგან კოლონადით გამოყოფილი სულ ცოტა სამი ნავი; ცენტრალური ნავი სხვებზე უფრო მაღალია, – იმდენად, რომ საკუთარი სარკმლები შეუძლია ჰქონდეს;
- ბ) ეკლესია ძველი ქრისტიანულია: ამ ტიპის ეკლესიებს IV საუკუნიდან უწოდებენ ბაზილიკებს;
- გ) მინიჭებული აქვს ბაზილიკის საპატიო წოდება, რისი პატივიც გამორჩეულ ტაძრებს ერგება.
უძველესი დროიდან უფროს და უმცროს ბაზილიკებს განასხვავებენ. მთავარი ანუ პაპის ბაზილიკები ეწოდება რომის ოთხ მთავარ ტაძარს. ესენია:
- წმიდა იოანე ლატერანში,
- წმიდა მარიამი უმთავრესი,
- წმიდა პეტრე ვატიკანში და
- წმიდა პავლე გალავანს მიღმა.
საქართველოში გვაქვს ერთ, ორ და სამნავიანი ბაზილიკები. ბაზილიკა გეგმაში მართკუთხედს წარმოადგენს. ზოგჯერ ერთნავიან ბაზილიკაში აერთიანებენ დარბაზული ტიპის ტაძარსაც.
წყარო
- პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
- ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.