არაბული ბაღათერ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „არაბული ბაღათერ“ გადაიტანა გვერდზე „ბაღათერ არაბული“) |
18:16, 18 თებერვალი 2022-ის ვერსია
არაბული ბაღათერ – (1950), ქართველი პოეტი. გამოცემული აქვს კრებულები: „იხსენებ ჩივილს”, „ჟამი სინათლისა” (1987) „ხევსურული საგა” (2016, ლექს-ანდრეზები). წლების განმავლობაში იყო ჟურნალ „ცისკრის” და მისი დამატება „ნობათის” რედაქტორი. არის მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარე.
- * * *
- არეულია კეთილ-ბოროტი
- გაუტანლობით, შურით, ღალატით, _
- ვეღარ ვიცხოვრებთ, როგორც ვცხოვრობდით,
- ვეღარ დავმალავთ, რასაც ვმალავდით...
- დღევანდელ დღისთვის პასუხს ვინ აგებს?
- ან მომავლისგან მაინც რას ელი?
- დაცემულია ციხე-სიმაგრე
- და მეციხოვნეც – უკანასკნელი...
- არც გამკითხავი და არც გამგები,
- დიდი ხანია, არავინ არ ჩანს,
- შენი კოშკები, ბროლით ნაგები,
- დღეს სათარეშოდ ეშმაკებს დარჩათ...
- უელავს ღამეს მთვარის ნისკარტი,
- ცა გადაშლილა ულურჯეს მინდვრად,
- მე კვლავ მიყვარხარ, როგორც მიყვარდი,
- ასე დიადი და ასე წმინდა...