ალუმინის კონსტრუქციები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 14: ხაზი 14:
 
[[კატეგორია:სამშენებლო ტერმინები]]
 
[[კატეგორია:სამშენებლო ტერმინები]]
 
[[კატეგორია:სამშენებლო კონსტრუქციები]]
 
[[კატეგორია:სამშენებლო კონსტრუქციები]]
[[კატეგორია:სამშენებლო ალუმინი]]
 

მიმდინარე ცვლილება 15:05, 7 თებერვალი 2022 მდგომარეობით

ვიტრინა

ალუმინის კონსტრუქციები – სამშენებლო კონსტრუქციები და ნაკეთობანი, რომელთა საფუძველია ალუმინის შენადნობები ან ტექნიკური ალუმინი.

მთავარი ღირსებებია: სიმსუბუქე, სიმტკიცე, ხანგამძლეობა, კარგი დეკორატიული თვისებები და ესთეტიკურობა, ეკოლოგიურობა, საიმედოობა, პრაქტიკულობა, მედეგობა აგრესიული გარემოს მიმართ, არ საჭიროებს შეღებვას;

მსუბუქი გადახურვა

ნაკლია: თანაბარმტკიცე შეერთებების შესრულების სირთულე (განსაკუთრებით შენადუღი შეერთების), დაბალი დრეკადობის მოდული (დაახლოებით 3-ჯერ ნაკლები, ვიდრე ფოლადის), მაღალი ღირებულება და სხვ.

კონსტრუქციების დასამზადებლად გამოიყენება თხელი (1 მმ-მდე სისქის) ფურცლოვანი და დაწნეხილი პროფილები განივკვეთის ეფექტური ფორმით. ალუმინის კონსტრუქციები გამოიყენება ფანჯრის, კარის, აივნის, ვიტრინის , ფარდულის დასამზადებლად, შენობის ინტერიერისა და ექსტერიერის მო-საწყობად, მსუბუქ გადახურვაში ალუმინის წიბოვანი გუმბათი) და სხვ. საქართველოში ნაკლებად გამოიყენება ადგილობრივი ნედლეულის ბაზის უქონლობის გამო.


[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები