თეთრი გიორგის ეკლესია სოფელ დიღომში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 6: ხაზი 6:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა]]
+
[[საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა]]
  
 
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]]

მიმდინარე ცვლილება 13:49, 5 თებერვალი 2022 მდგომარეობით

თეთრი გიორგის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს სოფელ დიღმის სამხრეთ-დასავლეთით, მთაზე. შესასვლელის თავზე, მოზრდილ ნაცრისფერ ქვაზე ამოკვეთილი მხედრული წარწერის მიხედვით, ეკლესია 1863 წელს აუშენებია ვინმე ზაქარიას.

ეკლესია დარბაზულია (7,15X5,1 მ), ნაგებია საშუალო ზომის თლილი ქვით. შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთით ღრმა ნახევარწრიული აფსიდია, რომელშიც ერთი სარკმელია. თითო სარკმელი სამხრეთისა და დასავლეთის კედლებშია დარბაზი გადახურულია ნახევარწრიული კამარით. ინტერიერში კედლები და კამარა შელესილია. ბათქაშის კვალი გარედანაც ეტყობა კედლებს.

ეკლესიის ირგვლივ ძველი სასაფლაოა. აქ მრავლადაა XIX საუკუნის წარწერიანი და მარტივრელიეფიანი საფლავის ქვები.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები