აჲჰაბხუშა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „აჲჰაბხუშა“ გადაიტანა გვერდზე „აჲჰაბხοშჷა“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „აჲჰაბხοშჷა“ გადაიტანა გვერდზე „აჲჰაბხუშა“ გადამისამართებაზე)
 

მიმდინარე ცვლილება 21:07, 24 აგვისტო 2021 მდგომარეობით

აჲჰაბხუშა (აჲჰაბხοშჷა) — უხუცესის წილი აფხაზებში. თავდაპირველად დიდი ოჯახის სეგმენტაცია უხუცესის, ე.ი. ოჯახის მეთაურის სიცოცხლეში შეუძლებელი იყო. დიფერენციაცია მიზანშეწონილი ხდებოდა მაშინ, როდესაც ერთ ოჯახში რამდენიმე თაობით (5-7) დაშორებული ნათესავების წრე იქმნებოდა. მშობლების სიცოცხლეში ოჯახის სეგმენტაცია გვიანი მოვლენა იყო. ამ დროს გაყოფისას მიწა და ძირითადად საქონელიც, ჩვეულებრივ, მეწილეებზე თანაბრად იყოფოდა. დიფერენციაციის დროს თუ რომელიმე ან ორივე მშობელი ცოცხალი იყო, ცხადია, ისინი დიდ, ძირ სახლში რჩებოდნენ სახოვრებლად უმცროს, დაუქორწინებელ ვაჟთან ერთად. ამიტომ, აჲჰაბხუშაე .ი. უხუცესის წილი ქონებიდან (გარდა დიდი სახლისა) უხუცესების წილი საქონელი, მსხვილფეხა და წვრილფეხაც იყო, რომელიც სიცოცხლეში მათ გამოკვებას უნდა მოხმარებოდა, ხოლო შემდეგ დაკრძალვის ხარჯებს. თუ მხოლოდ ერთი მშობელი იყო ცოცხალი, მაშინ ერთ ძროხაზე რიგდებოდნენ.

[რედაქტირება] წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები