ასამაქვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Malania გვერდი „ასამაქვა“ გადაიტანა გვერდზე „ასამაქοა“)
(მომხმარებელმა Malania გვერდი „ასამაქοა“ გადაიტანა გვერდზე „ასამაქვა“ გადამისამართებაზე)
 

მიმდინარე ცვლილება 11:21, 18 ნოემბერი 2020 მდგომარეობით

ასამაქვა (ასამაქοა) - აფხ. წლისთავის ქელეხი. მიცვალებულს სანამ მიწაში ჩაასვენებდნენ, სპეციალურად შეწირულ მამალს (ქათამს) გარდაცვლილის ცხენს თავზე შემოავლებდნენ, რომ დაკრძალვიდან მესამე დღეს „ფეხის გახსნაზე“ დაეკლათ. „ფეხის გახსნის“ დღეზე მამლის დაკვლით მარხვა ხსნილდებოდა. შემდეგ „ორმოცი“ მოდიოდა, რომელიც ასევე ახლო ნათესაურ წრეში, რაიმე საკლავის დაკვლით და სასაფლაოზე გასვლით აღინიშნებოდა. რაც შეეხება წლისთავს, იგი აფხაზებში პომპეზურობით, წეს-ჩვეულებების სიმრავლით გამორჩეული იყო. წლისთავის ხარჯებში ახლო და შორი ნათესავები, ნათესაური კატეგორიების მიხედვით იღებდნენ მონაწილეობას. ამავე დროს, წლისთავის ხარჯებს დედის მხრიდან ნათესავები, რძით დანათესავებულნი, მოყვრობით ნათესავები და მოგვარეებიც ინაწილებდნენ. რაც უფრო ახლო იყო ნათესავი, მით მეტი იყო სახარჯო წილი, ხოლო რაც უფრო შორი ნათესავი იყო, მით ნაკლები სახარჯო წილი ჰქონდათ გადასახდელი. წლისთავის ქელეხი, ჩვეულებრივ ღია ცის ქვეშ, დეკორატიულ ეზოში, ზამთარში კი ხელდახელ გადახურული ფარდულის ქვეშ ეწყობოდა.

[რედაქტირება] წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები