დავით რექტორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''დავით რექტორი''' - დავით ალექსის ძე ალექსი-მესხიშვილი 1745-1824) – ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დავით რექტორი“ გადაიტანა გვერდზე „[[დავით ალექსის ძე ალექსი-მესხ...)

14:48, 22 ოქტომბერი 2020-ის ვერსია

დავით რექტორი - დავით ალექსის ძე ალექსი-მესხიშვილი 1745-1824) – მეცნიერი, მწიგნობარი, პოეტი, პედაგოგი, კალიგრაფი, ლექსიკოგრაფი და ქართული ენის ნოვატორი, კოლექციონერი და ბიბლიოფილი.

დაახლოებით 1764-1765 წლებში დაამთავრა თბილისის სემინარია. 70-80-იან წლებში ერეკლე II-ის კარზე მდივან–მწიგნობარი იყო. 1790-1801 წწ. თელავის სემინარიის რექტორია.

დავით რექტორი ეწეოდა საგანმანათლებლო, პედაგოგიურ და ლექსიკოგრაფიულ საქმიანობას. არის არაერთი სახელმძღვანელოს ავტორი („არითმეტიკა“, „სწავლანი ოთხნაწილედნი“). აღსანიშნავია სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის კომენტარები, სადაც დაზუსტებულია ცალკეული სიტყვების მნიშვნელობა, ზოგჯერ კი დამატებულია ახალი სიტყვები და მათი განმარტებანი, მნიშვნელოვანია, რომ დ. ლექსიკონებს ამდიდრებდა დიალექტებიდან მოტანილი სიტყვებით.

დავითის, როგორც დახვეწილი კალიგრაფის, მდიდრული მემკვიდრეობიდან აღსანიშნავია ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის ორტომიანი ანთოლოგია (ხელნაწერები: S 1511, S 1512).

დავითის პოეტურ მემკვიდრეობაში, ძირითადად, სატრფიალო მოტივი ჭარბობს, რომელთაც ანტონ I-ის სქოლასტიკური სკოლის გავლენა ეტყობა.

მას ეკუთვნის ერთგვარი ფილოს. შინაარსის ნახატი – „კიბე ცხოვრებისა“, „ნახატი ათ თაბახზედ, კედელზე ჩამოსაკიდი“, სადაც გამოსახულია ადამიანის ცხოვრების გზა – ორგვარი კიბე 80 საფეხურით.

1806 წ. დავითი საბოლოოდ დასახლდა თბილისში ანჩისხატის ტაძრის ეზოში.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში დაცულია დავითის მიერ გადაწერილი 80-მდე ხელნაწერი.

წყარო

საქართველოს მათლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები