იამა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''იამა''' – ''(ინდ.)'' ძე ვივასვატისა, მკვდართა სამეფოს მბრძანებელ...)
 
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''იამა''' – ''(ინდ.)'' ძე ვივასვატისა, მკვდართა სამეფოს მბრძანებელი და მსაჯული. თუმცა მისი სახელი ღმერთებს შორის იხსენიება, მაგრამ იგი ღმერთად არასოდეს ჩათვლილა. „რიგვედის“ თანახმად იგი პირველი იყო, ვინც მოკვდა და გზა გაუხსნა მოკვდავ არსებებს. მკვდართა სამეფოში მას აქვს სატახტო ქალაქი იამაპურა. იგი ზის ტახტზე, გარდაცვლილი მიჰყავთ მის წინაშე
+
'''იამა''' – ''(ინდ.)'' ძე ვივასვატისა, მკვდართა სამეფოს მბრძანებელი და მსაჯული. თუმცა მისი სახელი ღმერთებს შორის იხსენიება, მაგრამ იგი ღმერთად არასოდეს ჩათვლილა.  
და მწერალი ჩიტრაგუპტა მოახსენებს მას გარდაცვლილის ცოდვებს და სიკეთეებს, რაც კი სიცოცხლეში ჩაუდენია. ამის
+
 
საფუძველზე იამა გადაუწყვეტს მას, სად წაიყვანონ – სამოთხეში თუ ჯოჯოხეთში, თუ სხვა განსხეულებაში კვლავ დედამიწაზე
+
„რიგვედის“ თანახმად იგი პირველი იყო, ვინც მოკვდა და გზა გაუხსნა მოკვდავ არსებებს. მკვდართა სამეფოში მას აქვს სატახტო [[ქალაქი]] იამაპურა. იგი ზის ტახტზე, გარდაცვლილი მიჰყავთ მის წინაშე და მწერალი ჩიტრაგუპტა მოახსენებს მას გარდაცვლილის ცოდვებს და სიკეთეებს, რაც კი სიცოცხლეში ჩაუდენია. ამის საფუძველზე იამა გადაუწყვეტს მას, სად წაიყვანონ – [[სამოთხე|სამოთხეში]] თუ ჯოჯოხეთში, თუ სხვა განსხეულებაში კვლავ დედამიწაზე დააბრუნონ. მას მეწამული სამოსელი მოსავს, ამხედრებულია შავ კამეჩზე, ხელში კეტი და მარყუჟი უპყრია, რომელთა საშუალებით სხეულიდან სული ამოჰყავს. ხშირად მის ნაცვლად მოქმედებენ განპიროვნებული აბსტრაქტული არსებანი – [[კალი]] („დრო“), მრიტია („სიკვდილი“), ანტაკა („მომაკვდინებელი“),
დააბრუნონ. მას მეწამული სამოსელი მოსავს, ამხედრებულია შავ კამეჩზე, ხელში კეტი და მარყუჟი უპყრია, რომელთა
+
საშუალებით სხეულიდან სული ამოჰყავს. ხშირად მის ნაცვლად მოქმედებენ განპიროვნებული აბსტრაქტული არსებანი – [[კალი]]
+
(„დრო“), მრიტია („სიკვდილი“), ანტაკა („მომაკვდინებელი“),
+
 
რომლებიც მის სხვადასხვა ასპექტებს გამოხატავენ. წარმოშობით
 
რომლებიც მის სხვადასხვა ასპექტებს გამოხატავენ. წარმოშობით
 
იამა ენათესავება ირანული მოთოლოგიის იიმას.
 
იამა ენათესავება ირანული მოთოლოგიის იიმას.
ხაზი 15: ხაზი 12:
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:ინდური მითები]]
 
[[კატეგორია:ინდური მითები]]
 +
[[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]]
 +
[[კატეგორია:ქვესკნელი]]

მიმდინარე ცვლილება 12:27, 4 ოქტომბერი 2022 მდგომარეობით

იამა(ინდ.) ძე ვივასვატისა, მკვდართა სამეფოს მბრძანებელი და მსაჯული. თუმცა მისი სახელი ღმერთებს შორის იხსენიება, მაგრამ იგი ღმერთად არასოდეს ჩათვლილა.

„რიგვედის“ თანახმად იგი პირველი იყო, ვინც მოკვდა და გზა გაუხსნა მოკვდავ არსებებს. მკვდართა სამეფოში მას აქვს სატახტო ქალაქი იამაპურა. იგი ზის ტახტზე, გარდაცვლილი მიჰყავთ მის წინაშე და მწერალი ჩიტრაგუპტა მოახსენებს მას გარდაცვლილის ცოდვებს და სიკეთეებს, რაც კი სიცოცხლეში ჩაუდენია. ამის საფუძველზე იამა გადაუწყვეტს მას, სად წაიყვანონ – სამოთხეში თუ ჯოჯოხეთში, თუ სხვა განსხეულებაში კვლავ დედამიწაზე დააბრუნონ. მას მეწამული სამოსელი მოსავს, ამხედრებულია შავ კამეჩზე, ხელში კეტი და მარყუჟი უპყრია, რომელთა საშუალებით სხეულიდან სული ამოჰყავს. ხშირად მის ნაცვლად მოქმედებენ განპიროვნებული აბსტრაქტული არსებანი – კალი („დრო“), მრიტია („სიკვდილი“), ანტაკა („მომაკვდინებელი“), რომლებიც მის სხვადასხვა ასპექტებს გამოხატავენ. წარმოშობით იამა ენათესავება ირანული მოთოლოგიის იიმას.


[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები